საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭო (IFAB) ფეხბურთში ხანმოკლე შეცვლის წესის შემოღების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ Inside World Football-ი წერს.
გამოცემის ცნობით, ეს წესი იმ შემთხვევაში იმოქმედებს, თუ გაჩნდება ეჭვი, რომ ფეხბურთელმა ტვინის შერყევა მიიღო. 10 წუთის განმავლობაში ექიმებმა ის უნდა გამოიკვლიონ, შემდეგ კი გადაწყვიტონ, გააგრძელოს თუ არა მან თამაში. ამ ხნის განმავლობაში ფეხბურთელის გუნდს სტადიონზე მისი შემცვლელის გაყვანის უფლება მიეცემა.
მსგავსი წესი ამერიკულ ფეხბურთსა და რაგბიში გამოიყენება. ამ საკითხს საბჭოს სხდომაზე განიხილავენ, რომელიც მომავალი წლის მარტში შოტლანდიაში გაიმართება.
1 ივნისიდან ფეხბურთის წესებში ცვლილებები შევიდა.