მექსიკაში ვულკანი პოპოკატეპეტლი ამოიფრქვა

მექსიკაში ვულკანი პოპოკატეპეტლი ამოიფრქვა

მექსიკაში მძინარე ვულკანი პოპოკატეპეტლი ამოიფრქვა, ინფორმაციას ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახური Twitter-ზე ავრცელებს. 

მექსიკის ქალაქ პუებლას სამოქალაქო თავდაცვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს რომ ვულკანის მიმდებარე ტერიტორიას 12 კილომეტრის რადიუსით მოშორდნენ. ტურისტებმა კი ვულკანის კრატერის დალაშქვრისაგან თავი შეიკავონ.

სტატისტიკის თანახმად 24 საათში ვულკანი 7-ჯერ ამოიფრქვა და 152 ჯერ მოხდა ლავის ამოსროლა. ვულკან პოპოკატეპეტლის ყველაზე მძლავრი ამოფრქვევა მექსიკაში 2000 წელს მოხდა, როცა მიმდებარე ტერიტორიებზე მილიონი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა.