ლუკაკუ:

ლუკაკუ: "ყოველთვის მინდოდა კონტესნაირი მწვრთნელი მყოლოდა"

ბელგიის ეროვნული ნაკრების და მილანის "ინტერის" თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ ანტონიო კონტესთან მუშაობით კმაყოფილია და აცხადებს, რომ 26 წლის ასაკში მას შესაფერისი დამრიგებელი ყავს.

"კონტესთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ის არის მწვრთნელი, რომელიც ნამდვილად მეხმარება. 26 წლის ასაკში მინდოდა მყოლოდა ისეთი მწვრთნელი, რომელიც დამეხმარება და ყოველდღე წამახალისებს. "ინტერში" თამაშით კმაყოფილი ვარ. "მილანთან" მატჩი მნიშვნელოვანი იყო და სამი ქულით ბედნიერი ვარ." - განუცხადა ბელგიელმა DAZN-ს.

ლუკაკუ "ინტერში" "მანჩესტერ იუნაიტედიდან" მიმდინარე წლის ზაფხულში 65 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მიმდინარე სეზონში რომელუმ ოთხი მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა, მათ შორის ერთი მილანურ დერბიში მოგებულ (2:0) შეხვედრაში.