რუსეთი შესაძლოა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე არ დაუშვან. ამის შესახებ გამოცემა The Telegraph-ი წერს.
გამოცემის ცნობით, რუსეთს ბოლო 18 თვის განმავლობაში მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოსთვის (WADA) გადაცემული მოსკოვის ანტიდოპინგური ლაბორატორიის მონაცემების გაყალბებაში ადანაშაულებენ. გავრცელებული ინფორმაციით, რუსული მხარე დოპინგის სისტემატური გამოყენების დამალვას ცდილობდა.
სავარაუდოდ, გამოძიების შედეგებს ჭADA ტოკიოში 23 სექტემბერს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე გამოაქვეყნებს და რუსეთის ანტიდოპინგური სააგენტოსთვის აკრედიტაციის შეჩერებაზეც იმსჯელებს.
ივლისში WADA-მ შეისწავლა მოსკოვის ანტიდოპინგური ლაბორატორიის მონაცემთა ბაზა და შეადგინა 298 სპორტსმენის სია, რომლებიც ანტიდოპინგური წესების დარღვევაში არიან ეჭვმიტანილები. სპორტსმენების სახელები უცნობია.
ლაბორატორიის მონაცემთა WADA-ში გაგზავნა რუსეთის ანტიდოპინგური სააგენტოს სტატუსის შენარჩუნების ერთ-ერთი პირობა იყო. რუსეთის ანტიდოპინგური სააგენტოს აკრედიტაცია 2018 წლის სექტემბერში აღუდგა.
2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე (რიო-დე-ჟანეირო) ანტიდოპინგური სკანდალის გამო რუსეთის ნაკრების მძლეოსანთა ნაკრები არ დაუშვეს. 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე (ფიონგჩანგი) რუსი სპორტსმენები ნეიტრალური დროშის ქვეშ გამოდიოდნენ.