გვარდიოლამ თქვა ვინ შეცვლის „მანჩესტერ სიტიში“

გვარდიოლამ თქვა ვინ შეცვლის „მანჩესტერ სიტიში“

ინგლისური საფეხბურთო კლუბის „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ (პეპ) გვარდიოლამ თქვა, რომ მომავალში ის შესაძლოა გუნდში მიკელე არტეტამ შეცვალოს, ამის შესახებ Theworldgame წერს.

„თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ის გუნდს ჩემს შემდეგ მიიღებს და წარმატებული იქნება. ადრე თუ გვიან ეს მოხდება. მას აქვს გამოცდილება წარმატებულ კლუბებთან მუშაობის. ის საუკეთესო მწვრთნელია და კარგი ადამიანი“, - ამბობს გვარდიოლა.

37 წლის მიკელე არტეტა „მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელების კლუბში კარიერის დასრულების შემდეგ,  2016 წელს შევიდა.

ყოფილი ესპანელი ფეხბურთელი, პოზიციით ნახევარმცველი და ამჟამად „მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელის ასისტენტი. ლონდონის არსენალის კაპიტანი. კარიერის უდიდესი ნაწილი გატარებული აქვს პრემიერ ლიგაში, სადაც არსენალში გადასვლამდე ევერტონის ღირსებას იცავდა. ითვლება თავის თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ ნახევარმცველად.

ხოსეპ (პეპ) გვარდიოლა - ესპანელი მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი. თამაშობდა ჩამშლელ ნახევარმცველად. კარიერის უდიდესი ნაწილი „ბარსელონაში“ აქვს გატარებული. გვარდიოლა შედიოდა იოჰან კრუიფის „ოცნების გუნდში“, რომელმაც „ბარსელონას“ თავისი პირველი ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოაპოვებინა. ასევე, გვარდიოლა თამაშობდა „ბრეშაში“, „რომაში“, „ალ–აჰლისა“ და დორადოს „დე სინალოაში“. ამჟამად ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელია.

Eurosport-ის ინფორმაციით, „ბებერი ქალბატონი“ გვარდიოლას წელიწადში 20 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა კატალონიელმა მწვრთნელმა „იუვენტუსის“ წინადადებას უარით უპასუხა.