გურამ თუშიშვილმა ტაშკენტის გრანპრი მოიგო

გურამ თუშიშვილმა ტაშკენტის გრანპრი მოიგო

გურამ თუშიშვილი (+100კგ) ტაშკენტის გრან პრის გამარჯვებული გახდა. ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო მძიმე წონაში მოასპარეზე გურამ თუშიშვილი.

თავდაპირველად მან ყაზახ იერასილ ხაჟიბაევს მოუგო, შემდეგ ეტაპზე კი უზბეკ ალიშერ იუსუპოვი დაამარცხა. ფინალში გურამ თუშიშვილმა მასპინძელ ბეკმუროდ ოლტიბოევს სძლია.