ამერიკელმა მსახიობმა სილვესტერ სტალონემ დაასახელა მსახიობები, რომლებიც ფილმში რემბოს როლზე „რემბო: პირველი სისხლი“, მისი კონკურენტები იყვნენ, ამის შესახებ Hollywoodreporter-ი წერს.
ფილმი 1982 წელს რეჟისორმა ტედ კოტჩეფმა გადაიღო. სტალონე ამბობს, რომ რემბოს როლზე ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი ალ პაჩინო იყო. ასევე რობერტ დე ნირო, ჯეიმს გარნერი, რაიან ო ნილი, სტივ მაკქუეინი და დასტინ ჰოფმანი. ბოლოს კი როლი სტალონეს ერგო.