Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე ორი ქართველი მოდელი გამოვიდა

Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე ორი ქართველი მოდელი გამოვიდა

მილანის მოდის კვირეულზე Dolce & Gabbana-ს ჩვენება გაიმართა, სადაც ორმა ქართველმა მოდელმა გაიარა. თათია ახალაიამ და მატილდა გვარლიანმა კვირეულზე, ბრენდის 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის შოუ კოლექცია წარადგინეს.

გამოცემა Vogue-ის სტატიაში ჩვენება, თავის ფოტოკოლაჟით სრულად არის განხილული.

თათია უკვე რამდენიმე წელია მოდის ცნობილ დიზაინერებთან თანამშრომლობს, მატილდასთვის კი ეს გამოსვლა მაღალი მოდის პოდიუმზე დებიუტი იყო.

მილანის მოდის კვირეული 19 სექტემბერს Max Mara-ს კოლექციის ჩვენებით გაიხსნა.