33 წლის მსახიობი მეგან ფოქსი ფსიქოლოგიურ პრობლემებზე ალაპარაკდა.
როგორც გახსოვთ, მეგანმა 2009 წელს ფილმ "ჯენიფერის სხეულში" მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის პრემიერიდან 10 წელიწადზე მეტი გავიდა მსახიობი იმდროინდელ პრობლემებზე ახლაღა ალაპარაკდა:
"თავს ისედაც ცუდად ვგრძნობდი, მაშინ ბევრი პრობლემა მქონდა, ამ ყველაფერს ფილმის საშინელი განხილვები დაემატა, სიმართლე გითხრათ დიდად ამ ყველაფერზე არ მინერვიულია, ვიცოდი, რომ ფილმს ცუდად განიხილავდნენ, მაგრამ უკვე საკმარისად ბევრი პრობლემა მქონდა. მედიასთან და ჟურნალისტებთანაც ძალიან ცუდი ურთიერთობა მქონდა. არ მინდოდა ვინმეს დავენახე, ფოტო გადაეღოთ, წითელ ხალიჩაზე გამევლო. მაგრამ ეს ყველაფერი მაინც გადავიტანე!"