ამერიკელმა მსახიობმა დემი მურმა ავტობიოგრაფიიული წიგნი Inside Out-ი გამოსცა, სადაც გულახდილად მოჰყვა, რომ ეშტონ კატჩერთან ექსპერიმენტებმა საწოლში, მათი ქორწინება დაანგრია, წერს RadarOnline.
მსახიობი ღიად აცხადებს, რომ ეშტონი მას სექსს მესამე პირთან ერთად სთავაზობდა. ის დათანხმდა, რადგან სურდა 15 წლით უმცროსი ქმრისთვის დაემტკიცებინა, რომ მასაც შეეძლო მიეღო ეს ექსპერიმენტი, - წერს 56 წლის დემი მური.
დემი და ფრედი მურები ქორწინებაში 1980-85 წლებში იყვნენ. The Ghost-ის ვარსკვლავი ბრიუს უილისზე 1987 წელს დაქორწინდა, რომელთანაც სამი გოგო ეყოლა.
2000 წელს დემი მური და ბრიუს უილისი ერთმანეთს დაშორდნენ, ხუთი წლის შემდეგ კი მსახიობი 15 წლით უმცროს ეშტონ კატჩერზე დაქორწინდა. კატჩერი და მური ერთმანეთს 2013 წელს დაშორდნენ.
2010 წელს მსახიობმა ერთ-ერთ ჟურნალში წაიკითხა, რომ ეშტონ კატჩერი 21 წლის გოგოსთან საკუთარ სახლში ღალატობდა, ვიდრე ის ფილმის გადაღებაზე იყო. მსახიობი წერს, რომ ქმარი მომხდარს არ ნანობდა და არც თავს თვლიდა დამნაშავედ. მან განაცხადა, რომ ურთერთობებში მესამე პირის შემოსვლის შემდეგ, ქორწინებაში ზღვარი წაიშალა.
2011 წელს დემი მურმა კატჩერი ღალატში კიდევ ერთხელ ამხილა, შემდეგ კი დაშორდა.