გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებს. თავისუფალი სტილით მოჭიდავე მძიმეწონოსანმა ნახევარფინალში უკრაინელ ხოციავინსკის ანგარიშით 6-2 მოუგო.
პეტრიაშვილმა საქართველოს ნაკრებს 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც მოუტანა.
ზედიზედ მესამედ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად გენო ოლიმპიურ ჩემპიონ თურქ ტახა აკგულს დაუპირისპირდება.
მედლების მოპოვების შანსი აქვთ ირაკლი მწითურს და ზურაბ იაკობიშვილსაც. მწითური ბრინჯაოს მედლისათვის 92 კგ-ში იასპარეზებს. იაკობიშვილი კი მედლისთვის ბრძოლას 70 კგ-ში დამამშვიდებელი წრიდან გააგრძელებს.
ფინალური ნაწილი 21 სექტემბერს 16:00 საათიდან დაიწყება.