ეგვიპტეში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს

ეგვიპტეში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს

ეგვიპტეში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს.

BBC-ის ინფორმაციით, ათასობით ეგვიპტელი ტაჰრირის მოედანზე პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით შეიკრიბა.

დემონსტრაციები ასევე გაიმართა ქვეყნის სხვა ნაწილში.

პროტესტი პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისის მთავრობის მიმართ გამოთქმულ კორუფციულ ბრალდებებს მოჰყვა.

ეგვიპტელმა ბიზნესმენმა და მსახიობმა მუჰამედ ალიმ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ლიდერებს მილიონობით თანხების მითვისებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ეგვიპტელები კი სიღარიბეში ცხოვრობენ. ის დევნილი სტატუსით ესპანეთში ცხოვრობს. ალიმ აღნიშნა, რომ თუ პრეზიდენტი თანამდებობას არ დატოვებს, ხალხის პროტესტი გაგრძელდება.

2013 წლის 3 ივლისს ქვეყნის არმიამ არჩეული პრეზიდენტი მუჰამედ მურსი გადააყენა. პროტესტს ამჟამინდელი პრეზიდენტი ალ-სისი ხელმძღვანელობდა. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კი ხმების 97% მოიპოვა.

ეგვიპტის პარლამენტმა აპრილში დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმად საპრეზიდენტო ვადა 6 წლამდე გახანგრძლივდება.

მოქმედ პრეზიდენტს აბდულა ფატაჰ ალ-სისის ვადა 2024 წელს ამოეწურება, ამის შემდეგ კი, მას უფლება აქვს მესამე ვადითაც იყაროს კენჭი. პარლამენტში, სადაც 596 წევრია, მოქმედი პრეზიდენტის მხარდამჭერები დომინირებენ. საკონსტიტუციო ცვლილებებს 531 მხარდამჭერი ჰყავდა.