ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა შესაძლოა სულ მალე სასიამოვნო სიახლე გაგვანდოს, რადგან როგორც New Idea-ს ცნობილი გამოცემა წერს, პრინცესა შარლოტამ, ძმის - ჯორჯის მსგავსად, ოჯახის საიდუმლო გარშემომყოფებს გაანდო.
საქმე იმაშია, რომ ოთხი წლის გოგონამ სასწავლებლის მეგობრებს დედის ორსულობაზე უამბო და ამ მომენტს მასწავლებლებიც შეესწრნენ.
ჯერჯერობით ინფორმაცია არ დასტურდება, თუმცა შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, კემბრიჯის ჰერცოგინიის კაბამ და მუცლის გარშემოწერილობამ საზოგადოების ეჭვები კიდევ უფრო გაამყარა.