„იუვენტუსის“ მთავარვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ჟურნალისტებს უამბო, რომ „სპორტინგის“ აკადემიაში ყოფნისას, უფასო ბურგერებით იკვებებოდა.
„როცა 11-12 წლის ვიყავი, ჩემს ოჯახს არ ჰქონდა ფული. „სპორტინგის“ აკადემიაში სხვა ბავშვებთან ერთად ვცხოვრობდი და ოჯახის წევრებს სამ თვეში ერთხელ ვნახულობდი, რაც ძალიან რთული იყო.
გვიან საღამოს, მოგვშივდებოდა ხოლმე. სტადიონის გვერდით კი „მაკდონალდსი“ იყო. მივდიოდით, კარზე ვაკაკუნებდით და ვეუბნებოდით: „გამარჯობა. რაიმე ბურგერები ხომ არ გაქვთ შემორჩენილი?“ იქ ყოველთვის იყო ქალბატონი, სახელად ედნა და კიდევ ორი გოგონა, რომლებიც ყოველთვის გვაძლევდნენ ბურგერებს.
მერე ისინი არასოდეს მინახავს. ვკითხულობდი პორტუგალიაში ჩასვლისას, ვეძებდი, მაგრამ ვერ ვიპოვნე. ის „მაკდონალდსიც“ დაუხურა.
ბედნიერი ვიქნები თუ ამ ინტერვიუს მეშვეობით ვიპოვნი. სიამოვნებით დავპატიჟებდი სავახშმოდ ტურინში ან ლისაბონში და ცოტა ვალსაც დავუბრუნებდი.“ - უთხრა კრიშტიანუმ The Sun-ს.