მაკუუჩი დივიზიონში სექტემბრის ბაშოს მე-11 დღეს ტოჩინოშინის (ბალანსი: 5/5) მეტოქე ტაკაკეიშო (ბალანსი: 8/2) იყო. ბალანსს თუ გადახედავთ, მიხვდებით, რომ ლევანის მოწინააღმდეგე იმტერატორის თასის მოგებისთვის იბრძვის.
ქართველ სუმოისტს კი ამ ბრძოლამდე ბალანსი 5/5-ზე ჰქონდა და ოძეკის ტიტულის შენარჩუნებისთვის დადებითი ბალანსი სჭირდება.
შეხვედრის დასაწყისში ტაკაკეიშომ ტოჩინოშინს ხელი მავაშში ჩაავლო და წონასწორობა დააკარგვინა. მსაჯი (გიოჯი) მოშორებით იდგა, თავი სამშვიდობოს ეგონა, მაგრამ ლევანმა თავი ვერ შეიმაგრა, მას დაეჯახა და დოჰიოს მიღმა გადააგდო.
ეს იყო ტოჩინოშინის მეექვსე მარცხი. მან ტიტული რომ შეინარჩუნოს დარჩენილი ოთხიდან სამი ბრძოლა უნდა მოიგოს.
ჯურიოს დივიზიონში გაგამარუ იროდორის შეხვდა. ჩვენიანმა ამ ბაშოზე თავისი მე-4 გამარჯვება მოიპოვა და ბალანსი 4/7-თან გაუხდა.