ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის მეცის ტურნირზე იასპარეზებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის მეცის ტურნირზე იასპარეზებს

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის მეცის 250-იანი კატეგორიის ტურნირზე იასპარეზებს. ჩოგბურთის ფედერაციის ცნობით, ჩოგბურთელი მეორე ნომრად არის წარმოდგენილი და ასპარეზობაში პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთვება.

ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის მე-17 ნომერია, აღნიშნულ ტურნირზე კი მე-2 ნომრადაა გამოცხადებული. განთესვიდან გამომდინარე ბასილაშვილს პირველ რაუნდში მეტოქე არ ეყოლება, შესაბამისად ის ტურნირს მე-2 ეტაპიდან დაიწყებს და პირველი გამოსვლა 18 სექტემბერს ექნება.

ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 129-ე ნომერ იანიკ მადენსა და რეიტინგის 65-ე საფეხურზე მყოფ უგო უმბერტს შორის გაირკვევა. ტურნირი 16 სექტემბერს დაიწყო და 22 სექტემბერს დასრულდება.