„მარიო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო წლების განმავლობაში. თუმცა მას „ფიორენტინასთან“ თამაშის განაცხადში არ შევიყვანთ, რადგან კატარში გადადის“, - აცხადებს პარატიჩი.
მარიო მანჯუკიჩი 2009 წელს ხორვატიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი და ხორვატიის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ევროპის 2012 წლის ჩემპიონატში და 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატში.