ტოჩინოშინმა ენდოს ჰენკათი აჯობა და ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად აგრძელებს ბრძოლას

ტოჩინოშინმა ენდოს ჰენკათი აჯობა და ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად აგრძელებს ბრძოლას

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, აკი ბაშოს მე-9 საშეჯიბრო დღეს კომოსუბი შოთა ენდოს შეხვდა, ჰენკას ჰატაკიკომიც მიაყოლა და იაპონელ ფალავანს მოუგო.

ეს ტოჩისთვის მე-4 გამარჯვება იყო 5 მარცხის წილ და ისევ ინარჩუნებს დადებითი ბალანსის დაფიქსირების შანსს, რაც ოძეკის წოდების შენარჩუნებისთვის სჭირდება. ამისთვის ტოჩის კიდევ 4 გამარჯვების მოპოვება დასჭირდება.

ხვალ ლევანი მე-5 მაეგაშირა ჩიოტაირიუს შეხვდება.