საქართველოში ნატო–ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, მედელინ მუნის ვიზიტის ფარგლებში, საქართველო–ნატო–ს საპარლამენტთაშორისო საბჭოს რიგით მე–9 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ისევე როგორც ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი მტკიცე მხარდაჭერა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, მედელინ მუნის და პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის შეხვედრა გაიმართა. როგორც ნატო–ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა აღნიშნა, ნატო აღიარებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია და მხარს უჭერენ საქართველოს სურვილს გახდენენ ერთიანი ქვეყანა.
„ჩვენ თქვენი წარმატება და წინსვლა გვსურს. არ შემიძლია სიტყვებით გამოვხატო თუ რამდენად მნიშვნელოვნად მიაჩნია ნატო–ს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოსთან თანამშრომლობა და ქვეყნის თნამშრომლობა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ჩვენს ქვეყნებს ჩვენ მოვახსენებთ იმ პროგრესის შესახებ, რასაც საქართველომ მიაღწია და იმ სამომავლო ნაბიჯებზე, რომლებიც უნდა გადაიდგას.
დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე გამოწვევები ყოველთვის არსებობს. ვიცი, რომ საქართველო ამ გზას წლებია ადგას და შეიძლება გარკვეული იმედგაცრუებაც გქონდეთ, მაგრამ საქართველოს აქვს კარგი ტემპი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – აცხადებს მედელინ მუნი.
მედელინ მუნისთან შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგეებს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, აქვთ ძალისხმევა, მოხდეს საქართველოს მიღწევების დისკრედიტაცია. მისი თქმით, ეს არის გამოწვევა ყველა ქვეყნისთვის, რომელმაც დემოკრატია აირჩია. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო რთულ რეგიონში იმყოფება, ეს გეოგრაფია არის მოცემულობა და რა თქმა უნდა, ქართული პოლიტიკის დაგეგმვაში ის უნდა იქნას გათვალისწინებული.
„ჩვენ მივესალმებით ამ თანამშრომლობის გაღრმავებას. საქართველო არის სტრატეგიულ მზადყოფნაში, რომ გაწევრიანდეს ნატო–ში. გვეამაყება, რომ ქართველი ჯარისკაცები ნატო–ს ჯარისკაცებთან ერთად მსოფლიოს ყველაზე რთულ ადგილებში იცავენ თავისუფლებას და ღირებულებებს, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს.
საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიას. რეფორმები, რომელიც ახლა მიმდინარეობს, საარჩევნო სისტემის შეცვლის, მართლმსაჯულების და სასამართლო სისტემის რეფორმის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით.
საქართველო რჩება და მომავალშიც იქნება რეგიონში ნატო–ს და დასავლური ოჯახის ერთ–ერთი ყველაზე საიმედო მოკავშირე და პარტნიორი. ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს დემოკრატიულ მიღწევებს და უსაფრთხოებას, რომელიც საქართველოს რეგიონში აქვს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ნატოში გაწევრიანება საქართველოს პრინციპული გადაწყვეტილებაა. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, უსმენენ ექსპერტებს, ყოფილ თუ მოქმედ პოლიტიკოსებს, მაგრამ გადაწყვეტილებას იღებს საქართველო და ნატო–ს წევრი ქვეყნები.
„რამდენადაც ჩვენი მოსახლობის არჩევანია ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მოსახლეობას მინდა, მკაფიოდ განვუმარტო, ჩვენ და ნატო ვსაუბრობთ ერთ ენაზე. ჩვენი საერთო ენა ემყარება მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობის, კეთილდღეობის პოლიტიკას. როცა ვსაუბრობთ საქართველოს ნატო–ში გაწევრიანებაზე, აქაც ჩვენ გვაქვს ერთი ენა. როდესაც გვაქვს ძალიან მაღალი სტანდარტის ფორმატები, აქაც გვაქვს ერთი ენა და ეს ენა არის, როგორ გახდეს საქართველო სწორი გზით ნატო–ს წევრი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვუსმენთ ექსპერტებს, ყოფილ თუ მოქმედ პოლიტიკოსებს, მაგრამ გადაწყვეტილებას ვიღებთ ჩვენ და ნატო–ს წევრი ქვეყნები და ჩვენ ვართ ერთიანები“, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
მისივე თქმით, ექსპერტების მოსაზრებები საინტერესოა, მაგრამ მიზანი ერთია – საქართველო გახდეს ნატო–ს წევრი, ამ გზაზე კი გადაწყვეტილებები მიიღება შეთანხმებულად და ერთობლივად.
„ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა გზა, ყველა საშუალება, რომ რაც შეიძლება მალე გავხდეთ ნატო–ს წევრი. ამის ინტერესი აქვს ნატო–საც, ამის ინტერესი გვაქვს ჩვენც. დანარჩენი უკვე პროცესზეა დამოკიდებული. ჩვენთვის ექსპერტების, მოქმედი თუ ყოფილი ლიდერების მოსაზრებები მნიშვნელოვანი და საინტერესოა, თუმცა როცა ვსაუბრობთ გადაწყვეტილებაზე, ამას იღებს საქართველო წევრ ქვეყნებთან ერთად.
ეს არის მუდმივი პროცესი, ეს არის დღესდღეობით ყველაზე ინტენსიური პროცესი და ყველა არსებულ ვარიანტს განვიხილავთ, რომ საქართველო ნატო–ს წევრი გახდეს. საქართველო გახდება ნატ–ს წევრი ტერიტორიული მთლიანობით და ყველა იმ სიკეთით რაც აქვს საქართველოს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, არასაკმარისია „ნაციონალური მოძრაობისთვის“. სალომე სამადაშვილის განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკით ჩვენს მომავალს ნატო–ში საფრთხეს უქმნის.
„არ შეიძლება, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესისთვის შექმნილმა პრობლემებმა შეაფერხოს ჩვენი წინსვლა ნატო–სკენ. ნატო ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოების გაერთიანება და ჩვენი პარტნიორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროცესები, მათ შორის, რაც საქართველოში მიმდინარეობს. დავაფიქსირეთ შეშფოთება, რომ დღევანდელი ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკით საფრთხეს უქმნის ჩვენს მომავალს ნატო–ში.
რაც შეეხება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო–ში გაწევრიანების საკითხს. მეხუთე მუხლთან დაკავშირებით განხილვები და ეს საკითხი დიდი ხანია, არსებობს, მაგრამ არ არსებობს ერთიანი ჩამოყალიბებული ხედვა. ამიტომ ამ საკითხზე გავაცანით ასამბლეის პრეზიდენტს ჩვენი ხედვა და გვქონდა საუბარი იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ეს საკითხი არ იყო გამოყენებული რუსეთისა და რუსული პროპაგანდის მიერ ქვეყნის ნატო–ში გაწევრიანების მიზნის საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში სალომე სამადაშვილმა.
ტრადიციულად ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგი არის „პატრიოტთა ალიანსი“. როგორც გიორგი ლომია აცხადებს, საქართველო ნატო–ს წევრი ვერ გახდება სოხუმისა და ცხინვალის გარეშე. მისი თქმით, საქართველოს უკვე 30 წელია სურს, გახდეს ალიანსის წევრი, მაგრამ სამწუხაროდ, ამას ვერ მიაღწია.
„ნატო-ს ოფიციალური პოზიცია დღეს მოვისმინეთ, სადაც ითქვა, რომ გამორიცხულია, საქართველო ნატო–ს წევრი ვერ გახდება სოხუმისა და ცხინვალის გარეშე, ვიდრე ეს ტერიტორიები ოკუპირებული იქნება. ჩვენ ეს საკითხი დავაყენეთ და კიდევ ვთქვით, რომ იმ მოდელზეც, ალბათ, დათანხმდებოდა ადამიანი, თუ ეს მოხდებოდა ორ–სამ თვეში და არა 10 ან 20 წელიწადში, ანუ ისევ დროში არ გაიწელებოდა. ნატო–ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ამ შემოთავაზებაზე არ უსაუბრია, პასუხი არ გაუცია. ეს არ ყოფილა ნატო–ს ოფიციალური პოზიცია. ეს იყო უბრალოდ შემოგდებული საკენკი, რის გარშემოც დისკუსია მოხდა. ვფიქრობ, ამ თემაზე ნაადრევი დისკუსია მოხდა. ამ თემაზე პოლიტიკურ ისტეიბლიშმენტს არც უნდა გვესაუბრა“, – განაცხადა გიორგი ლომიამ.
ერთპიროვნულად ვიტყვი!:
თუკი წლის ბოლომდე მიგვიღებენ NATO-ში არსებული მდგომარეობით, მაგრამ მომავლის პერსპექტივაში სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ქართული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობაში ერთპიროვნული აღიარებით და მომავალში (გერმანიის მსგავსად) საქართველოს იურისდიქციაში შეყვანით, ვფიქრობ, რომ უნდა დავთანხმდეთ, ოღონდ იმ პირობით თუ 2019 წლის დასასრულამდე მიგვიღებენ NATO-ში!
გასაწყვეტი როგორც იქნა გაწყდა....... სათქმელი პირდაპირ გვითხრეს, უკვე ამდენი ასპირანტობა აღარ გამოდიოდა, ...
.. ...თან გვაბოლებენ--- გერმანიაც ასე იყო,.......მაგრამ მერე ტერიტორები მაინც დაუბრუნდაო. თქვენც მომავალში დაგიბრუნდებათ, ოღონდ რუსებთან თქვენ თვითონ მოილაპარაკეთო...
ანუ ჩვენ აგვცდეს და თქვენ სარიც გითხრიათო....
ეგ ხომ ისედაც ვიცოდით, რომ დიდი ხანია ორივე მხრიდან სარსა გვთხრიან?/ პლიუს ამ ნაცების დახმარებით ამ სარს გვიახლებენ და გვიახლებენ ..
თან ცალი ყბით გვეუბნებიან რუსებს თვითონ მოელაპარაკოთო და თან კიდევ მეორე მხრიდან, ნაცების პირით გვეუბნებიან(შიგადაშიგ თვითონაც) --- მაინც არაფერი გამოვა, მათთან დალაპარაკებას აზრი არაა ააქვსო....თუ დაელაპარაკე კრემლის აგენტი ხააარო......
ბიჯოოო............................. გერმანიას რომ გდრ- დაუბრუნდა იმიტომ დაუბრუნდა რომ, მართალია ვინუჟდენზე, მაგრამ გდრ გერმანიას თავად რუსებმა დაუბრუნეს... ..რო არ დაებრუნებინა, რა,.. რუსებს გდრ-ს წაართმევდნენ??...თუ ეგენი რუსეთისთვიის რამის წართმევები არიან. მაშინ ჩვენი გულისთვისაც წაართვან რუსებს აფხაზეთი და სამაჩაბლო...
ვერააააა?/
ხოოოოოო...........................
ეს ისეა ვოდევილებში ელენე ყიფშიძის და ვასო გოძიაშვისლის სცენა როა --- მერე მე არაფერი მომივაააო, ვასო რომ ეუბნება საყვარელ ქალს....
მოკლედ ამათ ჩვენ უბრალოდ რუსის ტრაკში აქტიურ ეკლად ვჭირდებით და კიდევ.....ავღანეთ, აზია--აფრიკაში საზარბაზნე ხორცად
ეგააა სუ ჩვენი დანიშნულება მაგათთვის ......
მეორეცააა და ................როგორც კი ეგენი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე მიგვიღებენ ნატოში, რუსი ოსეთს ეგრევე ოფიციალურად გადაიფორმებს-მიიერთებს...(100%)
თან ეს ყველამაც იცის და ყველაც ხვდება, რომ რუსი ეგრე იზამს..მაგრამ გრანტის გულისთვის მაინც ატრაკებენ
თუ არადა ნახავთ
იძახონ მერე პუტინ ოკუპანტ, ოკუპანტიო...(აღმოაჩინონ ახალი ამერიკა)....თან შიგა და შიგ შიშველი ტრაკებიც მიუშვირონ, ეგებ ესე მაინც გვეშველოს .....
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასხდნენ სტალინი, ჩერჩილი და რუზველტი და გაინაწილეს მსოფლიო, ზოგან, პირდაპირი მნიშვნელობით, ზოგან - მხოლოდ გავლენით, იმიტომ რომ დაპირისპირებული ბანაკები (ყოველ შემთხვევაში, ასე ხდებოდა ევროპაში ბოლო საუკუნეების განმავლობაში) ცდილობდნენ, უშუალოდ არ მიებჯინათ თავიანთი საზღვრები ერთმანეთისთვის და ქმნიდნენ ე. წ. ბუფერულ ზონებს, ასეთი ბუფერული ზონის როლს ასრულებდა პოსტ-სოციალისტური ქვეყნები, ფაქტობრივად, სამხრეთ კავკასიაც. ეს წესრიგი დაირღვა 1990-ან წლებში და დასავლეთს მიეცა საფუძველი, მჭიდროდ მიახლოებოდა რუსეთის ფედერაციის საზღვრებს. სწორედ ამ მიზეზით გაუჩნდათ პრობლემები მოლდოვა-უკრაინას - ევროპული მიმართულებით (ბელორუსიას დამოკლეს მახვილივით ჰკიდია წლების წინანდელი შეთანხმება ერთობლივი სახელმწიფოს შექმნის შესახებ) და საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანს - სამხრეთ კავკასიაში (მართალია, თურქეთს ამჟამად რთული ურთიერთობა აქვს ნატოსთან, მაგრამ თურქეთის პოზიცია იქნება თუ არა რუსეთზე ორიენტირებული გრძელვადიანად, არავინ იცის).
ახლო აღმოსავლეთში გავლენისთვის აშშ-ს სჭირდება სამხრეთ კავკასიის და მისი ერთადერთი მოკავშირე და დასავლური ყაიდის ქვეყანა საქართველოს ტერიტორია (განსაკუთრებით, თურქეთ-ნატოს რთული ურთიერთობის გათვალისწინებით და რომც არ იყოს ეს რთული ურთიერთობა, რელიგიური ფაქტორის გამოც), როგორც ერთ-ერთი მიმართულება (ამ კონტექსტში მოიაზრება შავი ზღვის "ნატოს" ზღვად ქცევა და სამხრეთ კავკასიის დერეფნით შუა აზიის დასავლეთთან დაკავშირება). ამ მიზნების მისაღწევად აშშ-სთვის სავსებით საკმარისია ის ტერიტორია, რომელსაც იურიდიულად და ფაქტობრივად ფლობს საქართველო (ანუ სეპარატისტული რეგიონების გარეშე). ეს რეალობა აშკარა იყო 2002 წელსვე, როდესაც აშშ-სა და საქართველოს შორის გაფორმდა სამთავრობათაშორისო შეთანხმება (პარლამენტმა მოახდინა მისი რატიფიცირება და მისი შინაარსი, ვფიქრობ, არ მოეწონება ჩვენის აზოგადოების უმეტეს ნაწილს) და დაიწყო "წრთვნისა და აღჭურვის" პროგრამა, რომლის მიზანიც იყო და დღემდე ასეა ქართული კონტინგენტის კოალიციის სამხედრო მიზნებისთვის გაწრთვნა (მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა). შესაბამისად, აშკარა იყო რუსეთის ფედერაციისთვისაც, რომელმაც პრობლემის გადაწყვეტა ნაწილობრივ მოახერხა 2008 წელს და გამაგრდა და დაიკავა საქართველოს სტრატეგიული ადგილები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში (რითაც გაიმაგრა ჩრდილო კავკასია) და ქართველი მოსახლეობისგან დაცალა აღნიშნული რეგიონები, თუმცა მისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მთელი ტერიტორიის დაკავება, იმიტომ რომ საქართველოს პრეცედენტი დადებითად მოქმედებს ანტირუსულ განწყობებზე პოსტ-საბჭოთა სივრცეში, განსაკუთრებით, ჩრდილო კავასიაში, თავისთავად - სამხრეთ კავკასიაზეც.
რასმუსენის პირით შემოთვლილი შემოთავაზება (რაც რფ-ის ხელმძღვანელობამაც გაიგონა, ცხადია, იმას გარდა, რომ ასეთი ვარიანტი ექნებოდათ კიდეც განხილული შესაძლებლობად და, სავარაუდოდ,. მასზე რეაგირების მეთოდებიც დამუშავებული) შესაძლოა, ნიშნავდეს ტერიტორიის განაწილების მცდელობას, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს ტერიტორია, ფაქტობრივად, უკვე განაწილებულია დასავლეთსა და რუსეთს შორის (ტერიტორიის ნაწილზე დგას რუსული სმხედრო ბაზები, დანარჩენ ნაწილზე კი, შავი ზღვის ჩვენ მიერ კონტროლირებადი მონაკვეთის ჩათვლით, საჭიროებისამებრ, თავისუფლად გადაადგილდებიან ნატოელი სამხედროები და ტექნიკა). იმის გათვალისწინებით, რომ დასავლეთისა და, განსაკუთრებით, აშშ-ს სიტყვიერი დეკლარაცია არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ერთადერთი გარანტი, თუკი ამ შემოთავაზების პარალელურად იქნება ეს დათქმაც, იმ შემთხვევაშიც, თუ მეხუთე მუხლის არგავრცელებას დავთანხმდებით (ან კი რატომ არ უნდა დავთანხმდეთ?!) სეპარატისტულ რეგიონებზე, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ბედისწერა არ იცვლება, ოღონც ჩნდება რეალური საშიშროება, რომ რფ-მაც მიიერთოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი (საფუძვლით - უკეთ დაიცავს ნატოს წევრი საქართველოსა და ნატოს ექსპანსიისგან და რუსეთის ხელისფლებას შიდა ბაზრის საკვებად საზრდოსაც გაუჩენს მიწების შემგროვებლის კონტექსტში).
არის სხვა საფრთხეებიც, მაგრამ ორივე, აშშ-ც და რფ-აც საქართველოში მათი გავლენის ქვეშ არსებული ტერიტორიებითაც შეძლებენ თავიანთი ამოცანების გადაჭრას. თანაც - გავითვალისწინოთ, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო ოქროს ფასი ედება დასავლეთისთვის მიწის თითოეულ გოჯს, რომელსაც თუნდაც მინიმალური როლის შესრულება შეუძლია ახლო აღმოსავლურ საომარ თეატრში.
შესაბამისად - მხარეები ან შეთანხმდნენ საქართველოს ტერიტორიის განაწილებაზე, ან ეს უბრალოდ ასე გამოვა.
ოღონდ აქ იბადება კითხვა: რის სანაცლოდ? მე არ ვიცი ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი, მაგრამ ვიცი, რომ ეს მოხდება ჩვენს ტყავზე.
ძალიან მარტივად რომ ვთქვათ...
ჯერ ერთი, საქართველო იმდენად პატარა სახელმწიფოა რომ დასავლეთისათვის, ამ შემთხვევაში მხოლოდ ევროპაზე შევჩერდეთ, საქართველოს მოსახლეობა გნებავთ შინ და გნებავთ გარეთ, არაფერს ცვლის.
მეორე, ამ ევროპის ქვეყნებს ხომ მეტ ნაკლებად ფუნქციონირებადი ხელისუფლებები ჰყავთ... ნუ, საქართველოსავით პარალიზებული,ცხადია არა... რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენგან განსხვავებით, რა ჭირდებათ ამას ითვლიან და ანგარიშობენ. მაგალითად ავიღოთ, გერმანია და პოლონეთი. გერმანიას კვალიფიციური მუშახელი ჭირდება. ერთ-ერთი, დემოგრაფიულად ბებერი ერია და შესაბამისად სამდიცინო პერსონალი,განსაკუთრებით მოხუცთა მოვლა ქვეყნის ურთულეს ამოცანად იქცა... ამდენად, საქართველოში შესაბამის კვალიფიკაციამიღებულებს, თუმცა ძლიერი დეგრადაციის ხარჯზე, სამსახურის შანსი გერმანიაში აქვთ... ახლა, პოლონეთი... მას შემდეგ რაც პოლონელებს ევროპის ქვეყნებში მუშაობის უფლება აქვთ, მათი საამშენებლო ფირმების დიდი ნაწილი, სხვა ქვეყნებში გადავიდა, სადაც გაცილებით მაღალი ანაზღაურებაა... ისე რომ , თავად პოლონეთს მშენებლობებზე მუშების დეფიციტი გაუჩნდათ... რაც ქართველმა და უკრაინელმა ღატაკმა და უკვალიფიკაციო ხალხმა, კარგად დააბალანსეს. იმ მიზერულ თანხაზე პოლონელი არ იმუშავებდა....
ჩვენი დიპლომ-კვალიფიკაციის ამბები მოგეხსენებათ... არც აქ შევუქმნით ევროპას პრობლემას.
სახლში ვართ და მოსამსახურეობაც გეყოფათო, სააკაშვილმა დაიბარა... გარეთ ვართ და ცოცხალი რობოტების ფუნქციის მეტი არაფერიო...
ასე რომ, ამ ხაზის გაგრძელება და ჩვენთვის უფრო სავალალო შედეგებია მოსალოდნელი. იმიტომ რომ ჯარსა და ამ მონურ შრომაზე მეტი არჩევანი არ გვქონდეს.
აი,ამის სანაცვლოდ!