რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ბრუკლინ ბექჰემი და ჰანა კროსი ერთმანეთს დაშორდნენ. ალბათ დაგაინტერესებთ ეს ყველაფერი გასაკვირი რატომაა? მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია ჯერ არც ჰანას და არც ბრუკლინს ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ, ვიქტორია ბექჰემი უკვე აღფრთოვანებას ვერ მალავს საკუთარი შვილის წარუმატებელი ურთიერთობის გამო.
The Sun-ის გავრცელებული ინფორმაციით ბრუკლინის ცხრა თვიანი სასიყვარულო რომანით არც თავად მამამისი დევიდი იყო აღფრთოვანებული, რადგან მათი შვილი მეგობარი გოგონას გამო ოჯახთან ერთად შედარებით ნაკლებ დროს ატარებდა.
დაშორების შემდეგ ჰანა კროსმა ყოფილი შეყვარებული ინსტაგრამზე გამოიწერა და მისი ფოტოც მოიწონა, თუმცა ბრუკლინისგან მსგავსი ქმედება სოციალურ ქსელში ჯერ არავის დაუფიქსირებია. შესაძლოა ბრუკლინს ძალიანაც უნდა პასუხად იმავეს დაბრუნება, მაგრამ გამორიცხული არაა გვერდით მჯდომი გახარებული ვიქტორია უკრძალავდეს ამას.