კინოინდუსტრიაში კომერციულად ყველაზე დაბალშემოსავლიანი ფილმი ცნობილია. ეს არის სტუდია Disney-ის მიერ 2012 წელს გადაღებული „ჯონ კარტერი“.
The Hollywood Reporter-ის ცნობით, ფილმის შემოსავლები კინოინდუსტრიაში ისტორიულად დაბალი იყო. მანამდე ამ რეიტინგში ლიდერი „ყაჩაღთა კუნძული“ (1995 წელი) იყო. ფილმის გადაღება $98 მილიონი დაჯდა, პროექტმა კი მხოლოდ $15,7 მილიონის შეგროვება მოახერხა.
„ჯონ კარტერის“ გადაღება Disney-ის სტუდიას $263,7 მილიონი დაუჯდა. რასაც დაემატა $100 მილიონი მარკეტინგის ხარჯები. პროექტმა სულ $284 მილიონი შეაგროვა. დანაკარგმა $136,6 მილიონი შეადგინა.