„ნატო გეუბნება: ნუ ამკიდებ მე ვალდებულებას და მაშინ უფრო იოლად გაწევრიანდები ნატოში“

„ნატო გეუბნება: ნუ ამკიდებ მე ვალდებულებას და მაშინ უფრო იოლად გაწევრიანდები ნატოში“

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ საქართველომ უნდა დაიწყოს დისკუსები, რა ფორმით უნდა მიგვიღონ ნატო–ში. იმ შემთხვევაში, თუ მეხუთე პუნქტი არ შეეხება აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“, ამაში ცუდი არაფერია. ამ შემთხვევაში ყველა დამშვიდდება, მათ შორის ნატოც, რადგან ჩვენ არ ვითხოვთ ალიანსისგან შეიარაღებულ მხარდაჭერას, მხოლოდ მშვიდობიანი მხარდაჭერა გვჭირდება.

for.ge პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა.

აფხაზეთის დასამხრეთ ოსეთისგარეშე ნატოს წევრობაეს ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაზე? ყოფილი გენერალური მდივანი თვლის, რომ საქართველომ უნდა დაიწყოს დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა მისთვის, შეუერთდეს ნატო აფხაზეთისა დასამხრეთ ოსეთისგარეშე და მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება...

პაატა ზაქარეიშვილი: მნიშვნელოვანი თემაა. რასმუსენს დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ იმისთვის, რომ ამ საკითხის პროვოცირება მოახდინა, რაც არ უნდა ეგულისხმა მას. თუმცა, მე მაინც მგონია, რომ თარგმნის პრობლემასთან გვაქვს საქმე. ამიტომ, ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, როგორ გავიგეთ ჩვენ რასმუსენი განცხადება. რასმუსენმა თქვა, რომ ქართულმა საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე. ის აღარ არის ნატო–ს გენერალური მდივანი და გარანტიას ვერ მოგცემს. მან თქვა, რომ თქვენ უნდა იმსჯელოთ, როგორ ხედავთ ნატოში გაწევრიანებას - თქვენ უშვებთ იმას, რომ ნატო–ს იურისდიქცია, მეხუთე პუნქტის ამუშავება არ გავრცელდება აფხაზეთზე და „სამხრეთ ოსეთზე“? ანუ იგულისხმება, რომ აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს ნაწილები არიან. ვინაიდან ოკუპირებულია, ამიტომ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერ გავრცელდება ნატოს მეხუთე პუნქტი, რომელიც გულისხმობს ნატო–ს წევრ სახელმწიფოზე თავდასხმის შემთხვევაში ნატომ უნდა უპასუხოს თავდასხმით.

თქვა, რომ ეს არის საქართველოს ხელისუფლების გადსაწყვეტი, რადგან არჩევანი სარისკოა. თუმცა, მისი თქმით, კითხვა მდგომარეობს იმაში, რა არის უფრო სარისკოამჟამინდელი მდგომარეობა თუ ახალი საუბრების დაწყება საქართველოს სამომავლო წევრობაზე ნატოში. ამ შემთხვევაში რა უფრო სარისკოა საქართველოსთვის?

– ჩვენთან არის სრული სტაგნაცია. არაფერი არ ხდება კონფლიქტის მოგვარების მხრივ. რატომღაც გვგონია, რომ თუ არაფერი არ კეთდება, არაფერიც არ ფუჭდება. არა, ფუჭდება და ფუჭდება ის, რომ რუსეთი უფრო მეტად ძლიერდება. რაც უფრო მეტი დრო გადის, ვერაფერს ვერ ვცვლით, ნუ გვგონია, რომ ამით არაფერი არ იცვლება. იცვლება ის, რომ აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიები კიდევ უფრო მეტად ხდება ინტეგრირებული რუსეთის შემადგელობაში, რუსეთის გავლენები უფრო მეტია. ანუ, ჩვენ ამით ვკარგავთ აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს“, ვიდრე გვგონია, რომ ვყინავთ სიტუაციას და როცა გვინდა მაშინ გავალღობთ, ასე არ არის. ამიტომ, ჩვენ გვაქვს არჩევანი, ვთქვათ – იკარგება აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“, თუ არ იკარგება, თქვას ვიღაცამ, რომ არ იკარგება და 50 წლის მერე ყველაფერი კარგად იქნება.

დავუშვათ, საქართველომ თქვა, რომ მზად ვართ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გარეშე შევუერთდეთ ნატო, ასეთ შემთხვევაში გარანტირებულია საქართველოს წევრობა?

– თუ რასმუსენის განცხადებას მივყვებით და ჰიპოტეტურად დავუშვებთ, რომ ჩვენ დავთანხმდით ამ ვარიანტს და ამას თანხმდება ნატო, ასეთ შემთხვევაში დაიდება ხელშეკრულება და ფორმულა უნდა იყოს შემდეგი – ნატო აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ მას შემდეგ რაც საქართველო გახდება ნატო–ს წევრი, საქართველოს მიმართ მეხუთე პუნქტის ამუშავება განხორციელდება მხოლოდ იმ ტერიტორიების მიმართ, რომელიც არ არის ოკუპირებული.

ანუ, არავინ არ ამბობს მათ გარეშე შესვლაზე. როგორც კი ჩვენ გავხდებით ნატოს წევრი, ხვალ არ დაიწყებს ომს რუსეთის წინააღმდეგ ამ ტერიტორიების განსათავისუფლებად. ის გეუბნება, რომ ნუ ამკიდებ მე ამ ვალდებულებას და მაშინ უფრო იოლად გაწევრიანდები ნატოში. ანუ გვიყოფენ ამოცანას - მოდით ოკუპირებული ტერიტორიები დავტოვოთ გვერდით, ვიდრე არ მოხდება დეოკუპაცია, მაგრამ ამასობაში საქართველო განვითარდება, იქნება ნატოს წევრი, განვითარდება დემოკრატია, ეკონომიკა და უფრო მიმზიდველი გახდებით.

ანუ, საქართველოსთვის ნატო კარი გაიღება, რუსეთის მხრიდან, აფხაზეთისა დასამხრეთ ოსეთისოკუპაციის წახალისების გარეშე, - ამას ამბობს რასმუსენი?

– რასმუსენი ამბობს, რომ თქვენ ხართ რუსეთის ოკუპაციის მძევალი. თქვენ ვერ მოძრაობთ, ვერ მოქმედებთ. ჩვენგან ითხოვთ, რომ გახდეთ ნატოს სრულყოფილი წევრი და ნატო ვერ აიღებს ამ პასუხისმგებლობას, ვერ დაუპირისპირდება რუსეთს უკვე წარსული ომის გამო. ამბობს, რომ თქვენ ვერასდროს ვერ მოხვდებით ამ ფორმით ნატოში, მაგრამ გაქვთ შანსი, იყოთ ნატოში. თუ თქვენ იტყვით, რომ ის რაც მოხდა წარსულში 1992–2008 წელს, ეს არ ეხება ნატოს.

ამიტომ, ეს ცალკე მოსაგვარებელი თემაა. ნუ ჩავრთავთ ამაში ნატო–ს. მოდით, ჩვენ განვვითარდეთ ნატოს წევრი სახელმწიფო უკვე ოკუპირებული ტერიტორიების გათვალისწინების გარეშე. იმიტომ, რომ იქ ვერ შევა ნატოს იურისდიქცია და განვაგრძოთ ცხოვრება, ვიდრე არ მოვაგვარებთ კონფლიქტებს, სადაც უკვე ბუნებრივად აღსდგება ნატოს იურისდიქცია.

სწორედ ეს არის საკამათო თემა. გასაგებია, რომ საქართველოს ხელისუფლება და მათ შორის ნატო არ ამბობს, რომ ნატოს წევრობა პირდაპირ ნიშნავს ტერიტორიულ მთლიანობაზე უარის თქმას. ვთანხმდებით, რომ წევრობა არის ერთადერთი გამოსავალი დავიცვათ ქვეყანა მომავალი აგრესიისგან, მაგრამ საკამათოა სწორედ ის, რომ ტერიტორიების გარეშე როგორ უნდა გავხდეთ ნატოს წევრი, კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ნიშნავს, ჩვენ ტერორიების სანაცვლოდ მივდივართ ნატოში და ამ ვერსიას ანვითარებენ პრორუსული პარტიები...

– ინაშვილი როდესაც შეეცადა კონფერენციის ჩაშლას, ამაზე ინფორმაცია გაავრცელა რუსეთმა, თითქმის ყველა ტელევიზიამ გაავრცელა. მე მომეწონა ეს, ყველამ უნდა ვიცოდეთ, ვინ, ვინ არის. ამიტომ ეს ძალიან კარგი მაგალითია, ვინ, როგორ რეაგირებს. რუსეთს არ სჭირდება საქართველო ნატოში, მას ეშინია ამის. ამიტომ ჩვენ ძალიან კარგი შანსი გვაქვს, შევამოწმოთ რუსეთს აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ სჭირდება, თუ დაკნინებული, მუხლებზე დაჩოქებული, ინვალიდი საქართველო. რუსეთს სჭირდება ინვალიდი საქართველო. ამიტომ, მიუხედავად ყველაფრისა, მივდივართ ნატოში. მით უმეტეს ნატო არ ითხოვს ჩვენგან, რომ ჩვენ ვაღიაროთ „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ამას არავინ არ ითხოვს ჩვენგან. უნდა ვისწავლოთ დიპლომატების ენაზე კითხვა. მათ გვითხრეს, რომ მეხუთე პუნქტი ვერ ამოქმედდება. რასმუსენი ხედავს, რომ 25 წელია ერთ წრეზე ვტრიალებთ. გამოსავალი რა არის – ნატო აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ოღონდ ნუ ჩავრთავთ ნატოს რუსეთთან დაპირისპირებაში წარსული კონფლიქტების გამო.

გახდით ნატო წევრი და სულ სხვა ვითარება იქნება, აფხაზებიც და ოსებიც მიხვდებიან რა განსხვავებაა არანატოს წევრ საქართველოსა და ნატოს წვერ საქართველოს შორის. რუსეთიც მიხვდება, რომ საქართველო მიდის ნატოში და ის უნდა შეეგუოს ამას. როგორც თურქეთი გახდა ნატოს წამყვანი სახელმწიფო, მიუხედავად ამისა, რუსეთი მასთან მეგობრობს, ანგარიში გაუწია.

როგორც კი რუსეთი მიხვდება, რომ საქართველო მიდის ნატოში, მას მოუწევს გადაახალისოს მეზობელ სახელმწიფოსთან ურთიერთობა. როდესაც დარწმუნდება, რომ საქართველო მიდის ნატოსკენ, უკეთესობისკენ შეიცვლება კონფლიქტის მოგვარების საკითხიც. ჩვენ შევძლებთ ჩვენი ხალხი დავაინტერესეოთ ასეთ საქართველოსთან ურთიერთობით.

2008 წელს მივიღეთ დაპირება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, აგვისტოს ომმა საკითხი გაყინა. მაგრამ თუ გამოვალთ რასმუსენის განცხადებიდან, შეიძლება ითქვას, რომ ნატოში კიდევ უფრო აცნობიერებენ იმას, რომ 2008 წლის გადაწყვეტილება არ იყო მთლად მართებული და სამართლიანი საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებაში და რუსეთის მიმართ ეს არის არასწორად გაგზავნილი სიგნალები, რომ წააქეზა მისი აგრესია ჩვენს მიმართ?

– რასმუსენმა ძალიან სწორი განცხადება გააკეთა, ასეთი კონფერენციები შემთხვევით არ ხდება, ამ დონის ხალხი ტურისტებად არ ჩამოდიან. დროული და მნიშვნელოვანი კონფერენცია იყო და ამიტომაც გაღიზიანდნენ ჩვენი საზოგადოების წარომამდგენლები, რომლებიც მიხვდნენ რა ხდებოდა. რასმუსენი არის მაღალი კლასის დიპლომატი, მას ეს შეეძლო ეთქვა მაშინ, როცა იყო ნატოს გენერალური მდივანი, მაგრამ მაშინ ვერ იტყოდა, იმიტომ, რომ ეს გამოვიდოდა პირდაპირ კარნახი.

მაგრამ დღეს ეს გზავნილი შეიძლება ჩაითვალოს როგორც ნატოს გზავნილი?

– კარგი კითხვაა და მადლობა ამ კითხვისთვის. მე ჩავთვლიდი ამას ნატოს გზავნილად. ნატო გაწვდის ცალმხრივ ინფორმაციას და შენ მას ვერ უპასუხებ, რომ აი, ნატომ შემომთავაზა. როგორც კი იტყვი, რომ ნატომ შემომთავაზა, ვიღაცა იტყვის, რომ რასმუსენი ყოფილი მდივანია და ნატო მის განცხადებაზე პასუხს ვერ აგებს. ამიტომ, ბრწყინვალე ფორმატია ყოფილი დიპლომატების გამოყენება მესიჯების გასაგზავნად. ვერ შემოედავები. ეს რომ ყოფილიყო გენერალური მდივანი, ჩვენ ვიტყოდით, რომ ნატომ შემოგვთავაზა. აქ ორმაგი ძირი აქვს ამ შეტობინებას. ერთია, რომ ნატო გატყობინებს და მეორეა, რომ შენ ვერ იტყვი ნატო მატყობინებსო. ძალიან მკაფიო და დროული მესიჯია.

ლაზი ამ თემაზე მსჯელობა მარტივად დაამთავრა ჯ. აპატურაიმ. „მე ვერ ვხედავ ნატოში იმის სურვილს, რომ ეს მოხდეს, არც იმის მჯერა, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება ამ იდეის დროულობას უზრუნველყოფს." იხ. ბმული თურმე ასეთი ყოფილა რეალობა. აქ კი ვიღაცებმა კინაღამ დახოცეს ერთმანეთი.
5 წლის უკან
სოციალისტი ამაზე ლაპარაკი კიდევ გრძელდება?! არა ძმაო, ამ რესპუბლიკელების საშველი არ იქნება!!
5 წლის უკან
tngh სრული ლუსტრაცია მოხდა ამ 3 დღეში საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრის დაწყებულია ბოკერიადან... დამთავრებული ელისაშვილით. უცებ გამოჩნდნენ ისინი, როლებიც ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, საკუთარი გრანტების, ინვესტიციების და კეთილდღეობისათვის, მზად არიან საქართველოს ზირზველი აფხაზეთი და ე. წ. სამხრეთ ოსეთი, საქართველოს ნარჩენი ტერიტორიის "ნატოში" ილუზიურ გაწევრიანებაზე გაცვალონ... იმედია, საზოგადოება გაითველისწინებს ყველაფერ ამას არჩევნებზე...
5 წლის უკან
tngh სრული ლუსტრაცია მოხდა ამ 3 დღეში საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრის დაწყებულია ბოკერიადან... დამთავრებული ელისაშვილით. უცებ გამოჩნდნენ ისინი, როლებიც ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, საკუთარი გრანტების, ინვესტიციების და კეთილდღეობისათვის, მზად არიან საქართველოს ზირზველი აფხაზეთი და ე. წ. სამხრეთ ოსეთი, საქართველოს ნარჩენი ტერიტორიის "ნატოში" ილუზიურ გაწევრიანებაზე გაცვალონ... იმედია, საზოგადოება გაითველისწინებს ყველაფერ ამას არჩევნებზე...
5 წლის უკან
trampi საქართველოში სუ რომ არც ერტი პარტია არ იყოს, ეგ მაინც ვერ გაგულავდება....უწინ ცა დედამიწას დაემხობა და მდინარე აღმა დაიწყებს დინებას, რაც მაგან საქართველოში გაიგულავოს...მაგას მარტო მედროვე, სარგებელს მომლოდინე ხალხი მიეტმასნება.....
აგერ თქვენ და აგერ კიდევ გერმანია.... ,,კრუგზე,, ამდენ სირბილში, ხალხმა ცოტა ჭკვა ისწავლა ...ბიძომ კიდევ მთლად ბოლომდე ,,გაგვანათლა,,
სხვა ბანკებიო....სახელმწიფოვო.....
სახელმწიფო ვინ იყო?? მიხო(მახმუდი მახმუდი)...ყველა ბანკი მიშასთან იყო გარიგებული ...ხალხისგან ამოდღლეზილ ფულს შუაზე იყოფდნენ...პროცენტებიც იმიტომ იყო ძალიან დიდი*(მაშ არადა მიშა მაგათ მუქთაზე აგულავებდა) ....
მიტომ იყო აღსრულებაზე ხალხს რომ წივილ--კივილით ყრიდნენ გარეთ.
აბა ბიჭო.... ისე მუქთაზე დაახმარებდა მიშა პოლიციის ატრიადებს (ნუ.... ვინც იყვნენ)... რაც მაგათ ცოდვები აქვთ ჩადენილი ....და პარტიაააა??? ხალხი უსახლკაროდ და ულუკმაპუროდ დატოვეს და ლუკმაპურის საძებნელად გადაიხვეწებოდნენ საქართველოდან აბა რას იზამდნენ, მშივრები ხომ არ დაიხოცებოდნენ?
თქვენი იყოს, თქვენი, ეგეც და მაგის პარტიაც ... ლომის წილია საქართველოს დაქცევაში მაგათი, ლომის წილი
.ეხლააა რომ სესხის პროცენტები ცოტა დაწიეს, თორემ ადრე თვითმკვლელობა იყო ბანკში შესვლა ...
ხელშეკრულება ნებაყოფლობითიაო.......გასაგებია რომ საქველმოქმედო ორგამიზაცია არააა, მაგრამ რაღამც მიჭირს იმიტომ უნდა მომიტყნას კეთილებიიი??
2017 წელს მარტო ორმა ბანკმა(ტბს და საქართველო) დღგს გადასახადი მილიარდ ლარამდე შეიტანაო......მოგება კიდევ ოფიციალურად 160--ა60 მილიონი ჰქონდათო..(ეგ მარტო რაც ჩვენ გვითხრეს)
პატიოსანი ბანკირი............ჰმმმმ ...... ბანკირი და პატიოსანიიიი??-------ადგილები დაიკავეთ ხაზარაძის პარტიაში ჩასაწერად, ადგილები....
ეგეც რესსპუბლიკელების ,,დონის,, იქნება...........მეფულეების გარდა, მაგათ მხოლოდ დაბოღმილი და სარგებელის მომლოდინე ეს ე.წ. პროდვინუტები მიეტმასნებიან მხოლოდ .......აი ეგ არის სუ მაგათი ბაგაჟი....
,,შარშანწინდელიც კი მახსოვსოსო,,,, ეგრეა....... ყველა მაგის ,,ბიძაშვილიც,, კიდევ სიქტიმ(ბიძოც მაგათი ჯიშისააა)
5 წლის უკან
trampi ჟურნალისტი ნინო ხაჩიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასხდნენ სტალინი, ჩერჩილი და რუზველტი და გაინაწილეს მსოფლიო, ზოგან, პირდაპირი მნიშვნელობით, ზოგან - მხოლოდ გავლენით, იმიტომ რომ დაპირისპირებული ბანაკები (ყოველ შემთხვევაში, ასე ხდებოდა ევროპაში ბოლო საუკუნეების განმავლობაში) ცდილობდნენ, უშუალოდ არ მიებჯინათ თავიანთი საზღვრები ერთმანეთისთვის და ქმნიდნენ ე. წ. ბუფერულ ზონებს, ასეთი ბუფერული ზონის როლს ასრულებდა პოსტ-სოციალისტური ქვეყნები, ფაქტობრივად, სამხრეთ კავკასიაც. ეს წესრიგი დაირღვა 1990-ან წლებში და დასავლეთს მიეცა საფუძველი, მჭიდროდ მიახლოებოდა რუსეთის ფედერაციის საზღვრებს. სწორედ ამ მიზეზით გაუჩნდათ პრობლემები მოლდოვა-უკრაინას - ევროპული მიმართულებით (ბელორუსიას დამოკლეს მახვილივით ჰკიდია წლების წინანდელი შეთანხმება ერთობლივი სახელმწიფოს შექმნის შესახებ) და საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანს - სამხრეთ კავკასიაში (მართალია, თურქეთს ამჟამად რთული ურთიერთობა აქვს ნატოსთან, მაგრამ თურქეთის პოზიცია იქნება თუ არა რუსეთზე ორიენტირებული გრძელვადიანად, არავინ იცის).

ახლო აღმოსავლეთში გავლენისთვის აშშ-ს სჭირდება სამხრეთ კავკასიის და მისი ერთადერთი მოკავშირე და დასავლური ყაიდის ქვეყანა საქართველოს ტერიტორია (განსაკუთრებით, თურქეთ-ნატოს რთული ურთიერთობის გათვალისწინებით და რომც არ იყოს ეს რთული ურთიერთობა, რელიგიური ფაქტორის გამოც), როგორც ერთ-ერთი მიმართულება (ამ კონტექსტში მოიაზრება შავი ზღვის "ნატოს" ზღვად ქცევა და სამხრეთ კავკასიის დერეფნით შუა აზიის დასავლეთთან დაკავშირება). ამ მიზნების მისაღწევად აშშ-სთვის სავსებით საკმარისია ის ტერიტორია, რომელსაც იურიდიულად და ფაქტობრივად ფლობს საქართველო (ანუ სეპარატისტული რეგიონების გარეშე). ეს რეალობა აშკარა იყო 2002 წელსვე, როდესაც აშშ-სა და საქართველოს შორის გაფორმდა სამთავრობათაშორისო შეთანხმება (პარლამენტმა მოახდინა მისი რატიფიცირება და მისი შინაარსი, ვფიქრობ, არ მოეწონება ჩვენის აზოგადოების უმეტეს ნაწილს) და დაიწყო "წრთვნისა და აღჭურვის" პროგრამა, რომლის მიზანიც იყო და დღემდე ასეა ქართული კონტინგენტის კოალიციის სამხედრო მიზნებისთვის გაწრთვნა (მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა). შესაბამისად, აშკარა იყო რუსეთის ფედერაციისთვისაც, რომელმაც პრობლემის გადაწყვეტა ნაწილობრივ მოახერხა 2008 წელს და გამაგრდა და დაიკავა საქართველოს სტრატეგიული ადგილები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში (რითაც გაიმაგრა ჩრდილო კავკასია) და ქართველი მოსახლეობისგან დაცალა აღნიშნული რეგიონები, თუმცა მისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მთელი ტერიტორიის დაკავება, იმიტომ რომ საქართველოს პრეცედენტი დადებითად მოქმედებს ანტირუსულ განწყობებზე პოსტ-საბჭოთა სივრცეში, განსაკუთრებით, ჩრდილო კავასიაში, თავისთავად - სამხრეთ კავკასიაზეც.

რასმუსენის პირით შემოთვლილი შემოთავაზება (რაც რფ-ის ხელმძღვანელობამაც გაიგონა, ცხადია, იმას გარდა, რომ ასეთი ვარიანტი ექნებოდათ კიდეც განხილული შესაძლებლობად და, სავარაუდოდ,. მასზე რეაგირების მეთოდებიც დამუშავებული) შესაძლოა, ნიშნავდეს ტერიტორიის განაწილების მცდელობას, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს ტერიტორია, ფაქტობრივად, უკვე განაწილებულია დასავლეთსა და რუსეთს შორის (ტერიტორიის ნაწილზე დგას რუსული სმხედრო ბაზები, დანარჩენ ნაწილზე კი, შავი ზღვის ჩვენ მიერ კონტროლირებადი მონაკვეთის ჩათვლით, საჭიროებისამებრ, თავისუფლად გადაადგილდებიან ნატოელი სამხედროები და ტექნიკა). იმის გათვალისწინებით, რომ დასავლეთისა და, განსაკუთრებით, აშშ-ს სიტყვიერი დეკლარაცია არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ერთადერთი გარანტი, თუკი ამ შემოთავაზების პარალელურად იქნება ეს დათქმაც, იმ შემთხვევაშიც, თუ მეხუთე მუხლის არგავრცელებას დავთანხმდებით (ან კი რატომ არ უნდა დავთანხმდეთ?!) სეპარატისტულ რეგიონებზე, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ბედისწერა არ იცვლება, ოღონც ჩნდება რეალური საშიშროება, რომ რფ-მაც მიიერთოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი (საფუძვლით - უკეთ დაიცავს ნატოს წევრი საქართველოსა და ნატოს ექსპანსიისგან და რუსეთის ხელისფლებას შიდა ბაზრის საკვებად საზრდოსაც გაუჩენს მიწების შემგროვებლის კონტექსტში).

არის სხვა საფრთხეებიც, მაგრამ ორივე, აშშ-ც და რფ-აც საქართველოში მათი გავლენის ქვეშ არსებული ტერიტორიებითაც შეძლებენ თავიანთი ამოცანების გადაჭრას. თანაც - გავითვალისწინოთ, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო ოქროს ფასი ედება დასავლეთისთვის მიწის თითოეულ გოჯს, რომელსაც თუნდაც მინიმალური როლის შესრულება შეუძლია ახლო აღმოსავლურ საომარ თეატრში.

შესაბამისად - მხარეები ან შეთანხმდნენ საქართველოს ტერიტორიის განაწილებაზე, ან ეს უბრალოდ ასე გამოვა.

ოღონდ აქ იბადება კითხვა: რის სანაცლოდ? მე არ ვიცი ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი, მაგრამ ვიცი, რომ ეს მოხდება ჩვენს ტყავზე.
5 წლის უკან