მამუკა ხაზარაძე:  ჩვენ დამოუკიდებლად მივდივართ არჩევნებზე ცნობილი პოლიტიკოსების გარეშე

მამუკა ხაზარაძე: ჩვენ დამოუკიდებლად მივდივართ არჩევნებზე ცნობილი პოლიტიკოსების გარეშე

ჩვენ ვეძებთ 12 რეფორმატორს ყველა სფეროში, ილია ჭავჭავაძეც 12 კაცს ეძებდა - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში მიმდინარე პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ჩვენ ვეძებთ ლიდერებს, წარმატებულ ადამიანებს ეს გაერთიანება მომავალში პოლიტიკური პარტია იქნება. ეს არ იქნება მამუკა ხაზარაძის ან ბადრი ჯაფარიძის ან რომელიმე სახელის პარტია, ეს იქნება ჰორიზონტალური სტრუქტურა კონკრეტული მიზნით და შედეგებზე ორიენტირებული. ჩვენ კონკრეტულ თარიღებს დავასახელებთ. ეს ქვეყანა ან გამოვა მდგომარეობიდან ან დარჩება ჭაობში, ეს მენტალური ჭაობია.

ჩვენ მოვძებნით 12 რეფორმატორს ყველა სფეროში. 112 წლის წინ, 12 რიცხვში ილია ჭავჭავაძე მოკლეს, ეს დამთხვევაა, დღეს 12 რიცხვია. ილია ჭავჭავაძეც 12 ადმიანს ეძებდა, ინჟინერს რომ ქვეყანა გადარჩენილიყო. ეს ნიჭიერი ადამიანები რომლებიც ჩვენს გვერდით არიან, შევკრიბოთ. ჩვენ დღეს ვაცხადებთ მოძრაობას, რომელსაც ექნება მიზნების მიღწევის და სქართველოს გამარჯვების მიზანი და ამ მოძრაობას ერქმევა - „ლელო“.