რამდენიმე დღის წინ გამოცემა „Rolling Stones”-ს ჟურნალისტი ცნობილ მომღერალ მადონას ესაუბრა. ინტერვიუს მიმდინარეობისას ჩვენმა კოლეგამ რესპოდენტს მუსიკალურ სფეროში მოღვაწე პიროვნებების დახასიათება სთხოვა.
ყველასათვის მოულოდნელად მადონამ საოცარი გულახდილობა გამოიჩინა. მისი ყველაზე დიდი „მსხვერპლი“ საცოდავი ბრიტნი სპირსი გახდა.
„ბრიტნის ყველა პრობლემა ის გახლავთ, რომ მის ყველა ნაბიჯს ადრეული ასაკიდან მშობლები აკონტროლებდნენ. მკაცრად გაზრდილ გოგონას ფული და თავისუფლება ერთდროულად მიუვიდა.
ბრიტნი ცხოვრების დაუნდობელ წესებს მიჩვეული არ იყო და ამ მიზეზის გამო არაერთი შეცდომა დაუშვა. ადამიანურად ის ძალიან მეცოდება, მაგრამ საკუთარ პრობლემებს თავად უნდა მოუაროს.“ - განაცხადა მადონამ.