ცნობილი ბრიტანელი მომღერალი ელტონ ჯონი მორიგ სკანდალურ ისტორიაში გაეხვა.
ცოტა ხნის წინ სერ ელტონმა კომპანია „კუპერს“ სასამართლოში უჩივლა. ეს ფირმა მის ფინანსებს განაგებს. მომღერლის მტკიცებით, მატყუარა თაღლითების მსხვერპლი გახდა და 29 მილიონი დოლარი იზარალა.
ელტონ ჯონის ადვოკატმა გამოცემა „The Sun”-ის ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა:
„ელტონი ბიზნესის დეტალებით არასდროს ინტერესდება. მას ამ პროფესიის ხალხის ატანა აღარ აქვს. მისი მოტყუება ძალზე მარტივია.
ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მუსიკოსი გამოცდილ ეკონომისტებს ქირაობს და თავისი საქმეების და დოკუმენტების გადახედვას სთხოვს. ამას წინათ მათ ელტონის მორიგი ბუღალტერი მაქინაციებში ამხილეს და სასამართლოს ძალით 5 მილიონი დოლარის გადახდა აიძულეს“.