ესპანური საფეხბურთო კლუბი მადრიდის „ატლეტიკო“ საკუთარ კლიპტოვალუტას გამოუშვებს. ამის შესახებ გამოცემა Inside World Football წერს. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბმა უკვე მიაღწია შეთანხმებას ბლოკჩეინ-კომპანია Socios-თან, რომელიც ე.წ. „ფან-ტოკენებს“ აწარმოებს. „ფან-ტოკენები“ კი გულშემატკივრებს კლუბის ცხოვრებაში ჩართულობის საშუალებას აძლევს.
ახალი მონეტისა და მობილური აპლიკაციის გამოყენებით, ფანებს შეეძლებათ ამხანაგური მატჩების ჩატარებაზე კენჭისყრაში მიიღონ მონაწილეობა, შეარჩიონ კლუბის ფერები, სიმბოლიკები და ბევრი სხვა ბონუსიც მიიღონ.