ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის შედეგად, სალმონელას აღმოჩენისას სამ საწარმოს პროდუქციის იმპორტი ერთი წლის ვადით შეუჩერდა

ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის შედეგად, სალმონელას აღმოჩენისას სამ საწარმოს პროდუქციის იმპორტი ერთი წლის ვადით შეუჩერდა

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის  სამმართველოს თანამშრომლებმა, შესაბამისი სასაზღვრო-ვეტერინარული კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, ბელგიის სამეფოს, ჰოლანდიის რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის სამი შესაბამისი საწარმოდან გამოგზავნილ პროდუქტებში სალმონელა აღმოაჩინეს. აღნიშნულ პროდუქტებში სალმონელას ბაქტერია მეორედ დაფიქსირდა.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის 426-ე დადგენილებით, მე-5 მუხლის 51 და 52 პუნქტების შესაბამისად, კონკრეტული საწარმოებიდან პროდუქციის იმპორტი 1 წლის ვადით შეჩერდა.