პირს ბროსნანს ჯეიმს ბონდის როლში ქალის ხილვა სურს

პირს ბროსნანს ჯეიმს ბონდის როლში ქალის ხილვა სურს

ჯეიმს ბონდის როლის ყოფილ შემსრულებელ მსახიობს, პირს ბროსნანს, აგენტი 007-ის როლში ქალის ხილვა სურს, - წერს Fox News.

კერძოდ, როგორც 66 წლის მსახიობმა ჟურნალისტებს განუცხადა, 40 წელია ამ როლს მამაკაცები ასრულებენ და დროა ადგილი ქალებს დაუთმონ.

ჯეიმს ბონდის შესახებ რიგით 25-ე ფილმში აგენტ 007-ის როლს, რომ ქალი შეასრულებს, ამის შესახებ ცოტა ხნის წინ საერთაშორისო მედიაც წერდა.

ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მსახიობი დენიელ კრეიგი, რომელიც 2006 წლიდან ჯეიმს ბონდის როლს თამაშობდა, დადებითად შეხვდა ინიციატივას - შემდეგ ფილმში სპეციალური აგენტის როლი ქალმა შეასრულოს.

თუმცა მალევე ცნობილი გახდა, რომ მსახიობი ქალის, ლაშანა ლინჩის გმირი, ბრიტანული სპეცსამსახურების თანამშრომელი 007-ის რიგით ნომერს ჯეიმს ბონდის არყოფნაში ატარებს.

ჯეიმს ბონდის შესახებ ახალ ფილმს „სიკვდილის დრო არ არის“ (No Time to Die) ერქმევა.

ფილმის მსოფლიო პრემიერა 2020 წლის 2 აპრილს გაიმართება. მისი რეჟისორი კერი ფუკუნაგა იქნება. კრეიგის გარდა ფილმში კრისტოფ ვალცი, რამი მალექი, ლეა სეიდუ, ანა დე არმასი და რეიფ ფაინსი მონაწილეობენ.