ბრიტანელმა მწერალმა ჯოან როულინგმა „ჰარი პოტერის“ გულშემატკივრებს სავარაუდოდ მიანიშნა, რომ ახალი ფილმის გადაღებები მიმდინარეობს, - წერს Fox News. კერძოდ, მსახიობმა Twitter-ზე დადო ფოტო, რომელზეც თავის ქალა და გველია გამოსახული. ასევე, სურათს მიაწერა: „ხანდახან სიბნელე მოულოდნელი ადგილიდან მოდის. დაწყევლილი ბავშვი. ჰარი პოტერი“.
სწორედ ამიტომ, გულშემატკივრები ფიქრობენ, რომ მწერალმა ჰარი პოტერისა და დაწყევლილი ბავშვის შესახებ ახალი ფილმი დააანონსა.
„ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი“ ფილმ „ჰარი პოტერის“ გამოსვლიდან 19 წლის შემდეგ ბროდვეის სცენაზე დაიდგა.
„ჰარი პოტერის“ პირველი ფილმი 2001 წელს გამოვიდა. მას შემდეგ 7 ფილმი მოჰყვა. ბოლო ფილმი 2011 წელს გამოვიდა, რომლის სახელია - „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები: ნაწილი 2“.
„ჰარი პოტერის“ პირველი წიგნი 1998 წლის 26 მაისს გამოიცა. „პოტერიადა“ ჯოან როულინგის წიგნების სერიაა ჯადოქარ ბიჭ ჰარი პოტერზე. 77 ენაზე ნათარგმნი წიგნის 500 მილიონ ეგზემპლარზე მეტია გაყიდული.