ამერიკელები ჯულია რობერტსის კბილებზე ოცნებობენ

ამერიკელები ჯულია რობერტსის კბილებზე ოცნებობენ

რამდენიმე დღის წინ ამერიკულ მას-მედიაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.

გამოცემა „ნიუ-იორკ პოსტმა“ თავის მკითხველებს შორის სპეციალური გამოკითხვა ჩაატარა და დაადგინა რომ ამერიკელების დიდ ნაწილს კინომსახიობი ჯულია რობერტსის კბილები მოსწონს.

ეს ინფორმაცია ერთგვარად მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ქალბატონ ჯულიას არაერთი კრიტიკოსი ჰყავს. ესენი ძირითადად სტომატოლოგები არიან, რომლებიც „გაქცეული პატარძლის“ კბილებს ხშირად არასასიამოვნო ეპითეტებით მოიხსენიებენ.

გამოცემამ მკითხველების მიერ შედგენილი ერთგვარი რეიტინგიც გამოაქვეყნა. რობერტსის შემდეგ ამერიკელებმა საუკეთესოდ ბრედ პიტის, ჰოლი ბერისა და ფარა ფოსეტის კბილები დაასახელეს.