ჩერგოლეიშვილი დავით ქაცარავაზე:  ისიც მტერი და იდიოტია

ჩერგოლეიშვილი დავით ქაცარავაზე:  ისიც მტერი და იდიოტია

სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილი ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერს, დავით ქაცარავას მისამართით დღეს დრონთან დაკავშირებულ ინციდენტზე  წერს.

მის პოსტს ანტისაოკუპაციო მოძრაობის კიდევ ერთი ლიდერი, ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ეხმაურება და ის ჩერგოლეიშვილს კითხვით მიმართავს.

„ახლა ჩვენ შსს-მ რომ პატრულირება აგვიკრძალოს, ვთქვათ, ხვალიდან, რის მიზეზს ისედაც ეძებენ, შენი ეს პოზიცია სასარგებლო იდიოტიზმი იქნება თუ არა?“ - წერს ლაშა ბერულავა.

ჩერგოლეიშვილი კი პასუხობს, რომ მათ შორის იდიოტი მხოლოდ დავით ქაცარავაა. ის ანტისაოკუპაციო მოძრაობას წესიერად მოქცევისკენ მოუწოდებს და ურჩევს, ზღვარს არ გადავიდნენ. რაზეც ბერულავა იმავე პოსტის კომენტარებში პასუხობს, რომ რასაც საჭიროდ თვლიან იმას აკეთებენ და გარდა ამისა, ბერულავა წერს, რომ ანტისაოკუპაციო მოძრაობის დღევანდელ ქმედებას სუს-ი პროვოკაციად თამარ ჩერგოლეიშვილისგან განსხვავებით არ თვლის.