ცნობილი ამერიკელი კინომსახიობი მეგ რაინი 2001 წელს მეუღლეს, ასევე პოპულარულ მსახიობ დენის კუეიდს გაშორდა.
ამ მოვლენიდან 11 წელია გასული. ამის მიუხედავად 50 წლის ქალბატონს ქმართან გაყრა დღემდე ვერ მოუნელებია.
ცოტა ხნის წინ, ამერიკულ მას-მედიასთან საუბრისას რაიანი გამოტყდა რომ კუეიდთან განშორების შემდეგ ვერაფრით შეძლო მოეშალა საკუთარი დანაშაულის გრძნობა.
განქორწინების პროცესში მეგ რაიანს მოუწია გასცნობოდა ისეთ მტკიცებულებებს, რომლებსაც დენისის ერთგულებაში ეჭვი შეჰქონდა. ამის მიუხედავად დაშორებას ქალი დღემდე საკუთარ თავს აბრალებს.
„თუ ქალი ღალატობს ქმარს - ქალის ბრალია. თუ ქმარი ღალატობს, ესეც ქალის ბრალია. სიმართლე ის გახლავთ, რომ განშორებამდე ჩვენი ურთიერთობა ძალიან რთული გახლდათ. ამ ამბიდან სრული 11 წელი გავიდა. დღესდღეობით ჩვენ მეგობრები არ ვართ, მაგრამ ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობა მაინც შევინარჩუნეთ.“ - განაცხადა მეგ რაიანმა.
საინტერესოა, რომ გასული წლის ზაფხულიდან მსახიობი მუსიკოსს ჯონ მალენკამპს ხვდება. წყვილი დაქორწინებას ჯერ არ აპირებს.