ჟერარ დეპარდიე საბჭოთა ლიდერის, ბრეჟნევის როლს შეასრულებს

ჟერარ დეპარდიე საბჭოთა ლიდერის, ბრეჟნევის როლს შეასრულებს

ფრანგი მსახიობი, რომელმაც გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, ჩეხურ/სლოვაკურ ფილმში ბრეჟნევის როლს შეასრულებს. ფილმი 1968 წლის გაზაფხულზე, პრაღაში მომხდარ მოვლენებზე იქნება კონცენტრირებული, როდესაც ბრეჟნევმა ალექსანდრე დუბცეკის ლიბერალური რეფორმების დასანგრევად ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ტანკები გაუშვა.

ფილმის მთავარი გმირი ჩეხოსლოვაკიის ლიდერი ალექსანდრე დუბცეკი იქნება, რომელმაც 1968 წელს კომუნისტური სისტემის რეფორმირება დაიწყო და პოლიტიკური ცხოვრების ლიბერალიზება სცადა. თუმცა მისი მცდელობა ბრეჟნევის წყალობით ამაოდ დასრულდა.

ფილმის სახელი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სცენარზე სლოვაკი მწერალი კაროლ ჰლავკა მუშაობს. ფილმის რეჟისორი ხორვატი ლორდან ზაფრანოვიჩი იქნება. ფილმის ბიუჯეტი $11,2 მილიონს შეადგენს, პრემიერა კი 2021 წლის ბოლოსაა დაგეგმილი.