ჰიუ გრანტმა ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი ტვიტერზე გამოლანძღა

ჰიუ გრანტმა ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი ტვიტერზე გამოლანძღა

დიდ ბრიტანეთში მოქალაქეები პარლამენტის მუშაობის შეჩერებას აპროტესტებენ. ისინი ამბობენ, რომ პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის გადაწყვეტილებამ, ხუთი კვირით შეჩერდეს პარლამენტის მუშაობა, ბრიტანული დემოკრატია მოკლა.

ამ ყველაფერს ბრიტანელი მსახიობი ჰიუ გრანტი ტვიტერზე გამოეხმაურა და პრემიერმინისტრს მიმართა:

შენ ჩემი შვილების მომავალს დედას ვერ მოუ**ნავ. ვერ დაანგრევ იმ თავისუფლებას, რომლის დასაცავადაც ბაბუაჩემმა ორ მსოფლიო ომში იბრძოლა. გაა*ვი შე ზედმეტად დაწინაურებულო აბაზანის რეზინის სათამაშოვ. ბრიტანეთი შენი და შენნაირი მნ**ეველა პრეფექტების ბანდის გამო აჯანყდა.

სახალისო ფაქტი: 2003 წელს გამოსულ იან კურტისის ფილმში Love Actually ჰიუ გრანტი თავად ასრულებს პრემიერის როლს.