სანჩესმა „ინტერში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა

სანჩესმა „ინტერში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი, ალექსის სანჩესი, მილანში ჩავიდა და „ინტერის“ ოფისში სამედიცინო შემოწმება გაიარა - გვამცნობს Sky Sports.

სწორედ შემოწმების შემდეგ გაფორმდება ოფიციალურად საბუთები. „ინტერი“ ჩილელ ვარსკვლავს ერთწლიანი იჯარით აიყვანს, 4,5 მილიონ ევროს გადაიხდის, მომავალი გამოსყიდვის უფლებით, რომელიც იტალიურ კლუბს 15 მილიონი დაუჯდება.

სანჩესი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2018 წლის დასაწყისში გადავიდა ლონდონის „არსენალიდან.“ მანამდე კი 30 წლის შემტევი „ბარსელონაში,“ „რივერ პლეიტში,“ „კოლო კოლოში,“ „უდინეზესა“ და „კობრელოაში“ თამაშობდა.