37 წლის შვედი ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მანჩესტერ იუნაიტედში“ დასაბრუნებლად მზადაა. ამის შესახებ BBC იტყობინება. „ლოს-ანჟელეს გალაქსში“ თავდამსხმელს კონტრაქტი ნოემბერში ეწურება.
„შემიძლია პრემიერ ლიგაში თამაში. თუ „იუნაიტედს“ დავჭირდები, აქ ვარ“, - განაცხადა ფეხბურთელმა.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში 2018 წელს გადავიდა და კარიერა MLS-ის კლუბ „ლოს ანჯელეს გელაქსიში” განაგრძო.
ბოლო მატჩი „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში იბრაჰიმოვიჩმა 2017 წლის ბოლოს ჩაატარა.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მანჩესტერ იუნაიტედში“ საფრანგეთის პსჟ-დან 2016 წელს გადავიდა და წინა სეზონში 53 თამაშიდან 29 გოლი გაიტანა.