რუსმა ტანმოვარჯიშემ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ჩვენი ქვეყნის სახელით იასპარეზებს. როგორც საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციაში განაცხადეს, 20 წლის მარია ხარენკოვას ორმაგი მოქალაქეობა აქვს და ამიერიდან საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წარადგენს.
სპორტსმენი ოლიმპიური ლიცენზიისთვის იბრძოლებს და 2020 წლის ტოკიოს თამაშებზე საქართველოს ღირსებას დაიცავს.
მარია საერთაშორისო დონეზე წარმატებული ტანმოვარჯიშეა. ხარენკოვა 2014 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, 2015 წელს ვერცხლის მედალს დაეუფლა, გუნდურ შეჯიბრში კი ბრინჯაოს პრიზიორია.
მორიგი მსოფლიოს ჩემპიონატი სპორტულ ტანვარჯიშში 4-13 ოქტომბერს, გერმანიის ქალაქ შტუტგარტში გაიმართება.