გერმანული ბუნდესლიგის 2019/20 წლების გათამაშების სტარტის შემდეგ საფეხბურთო კლუბ „კიოლნის“ გულშემატკივრებმა მასობრივი ლოცვა აღავლინეს.
გამოცემა Sportschau-ს ინფორმაციით, ლოცვას „კიოლნის“ 4,5 ათასი გულშემატკივარი დაესწრო. მათ საყვარელი გუნდის წარმატებული თამაშისთვის ილოცეს და კლუბის ჰიმნი იმღერეს.
ბუნდესლიგის პირველ ორ ტურში „კიოლნი“ ჯერ სტუმრად „ვოლფსბურგთან“ (1:2), შემდეგ კი შინ დორტმუნდის „ბორუსიასთან“ (1:3) დამარცხდა. წინა სეზონში „კიოლნი“ მეორე ბუნდესლიგაში ასპარეზობდა და პირველი ბუნდესლიგის საგზური მოიპოვა.