კატალონიური „ბარსელონას“ შემადგენლობაში 16 წლის გვინეა-ბისაუელი ფორვარდის ანსუ ფატის დებიუტი შედგა. ახალგაზრდა ფეხბურთელი „კამპ ნოუზე“ „ბეტისის“ წინააღმდეგ ესპანეთის „ლა ლიგის“ მატჩში 78-ე წუთზე ჩაერთო.
მატჩის განაცხადში 16 წლის ანსუ ფატის მოხვედრა „ბარსელონას“ ლიდერების - ლიონელ მესის, ლუის სუარესისა და უსმან დემბელეს ტრავმებით იყო გამოწვეული.
საბოლოოდ მატჩი „ბარსელონას“ გამარჯვებით 5:2 დასრულდა. ახალგაზრდა დებიუტანტს კი გოლის გატანის ორი კარგი შანსი ჰქონდა.
ანსუ ფატი „ბარსელონაში“ 2013 წლიდან ასპარეზობს. ის კლუბის აკადემიის აღზრდილია.