მეკარე კეილორ ნავასმა შესაძლოა „მადრიდის რეალი“ დატოვოს. ესპანური Marca-ს ცნობით 32 წლის კოსტარიკელი ფრანგულ „პსჟ“-ში გადასვლასთან ახლოსაა. „რეალმა“ ნავასის წასვლის სურვილი გაითვალისწინა და მის შემცვლელს უკვე ეძებს.
„პსჟ“-მ ნავასთან შეთანხმებას ჯერ კიდევ გასული სეზონის ბოლოს მიაღწია, მაგრამ „სამეფო კლუბმა“ გარიგებას ხელი შეუშალა და მეკარეში 20 მილიონი ევრო მოითხოვა. შედეგად ტრანსფერი გაიყინა. თუმცა წელს „რეალის“ ხელმძღვანელობამ აზრი შეიცვალა. შესაძლო გარიგების დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
კეილორ ნავასი „მადრიდის რეალში“ 2014 წლიდან თამაშობს.