ჯეიმს ბონდის შესახებ ახალი ფილმის სახელი ცნობილია

ჯეიმს ბონდის შესახებ ახალი ფილმის სახელი ცნობილია

ჯეიმს ბონდის შესახებ ახალი ფილმის სახელი ცნობილია. მას „სიკვდილის დრო არ არის“ (No Time to Die) ერქმევა. ინფორმაცია ამის შესახებ ფილმის თწიტტერ-ის გვერდზე გამოქვეყნდა.

ფილმის მსოფლიო პრემიერა 2020 წლის 2 აპრილს გაიმართება. მისი რეჟისორი კერი ფუკუნაგა იქნება. კრეიგის გარდა ფილმში კრისტოფ ვალცი, რამი მალექი, ლეა სეიდუ, ანა დე არმასი და რეიფ ფაინსი მონაწილეობენ.

მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალ ფილმში აგენტ 007-ის როლს ფერადკანიანი მსახიობი ლაშანა ლინჩი შეასრულებს. ამ ინფორმაციას ფილმის თაყვანისმცემელთა მხრიდან კრიტიკა გამოიწვია, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ლაშანა ლინჩის გმირი, ბრიტანული სპეცსამსახურების თანამშრომელი 007-ის რიგით ნომერს ჯეიმს ბონდის არყოფნაში ატარებს.