ფრანკ რიბერი „ფიორენტინას“ გუნდში ითამაშებს.
უცხოური გამოცემების ინფორმაციით, 36 წლის ფრანგმა ნახევარმცველმა „ფიორენტინასთან“ 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. რიბერი ფლორენციაში დღეს ჩავიდა, სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კონტრაქტს ხელი მოაწერა.
2007-დან 2019 წლამდე ფრანგი ვარსკვლავი „ბაიერნში“ თამაშობდა და ყველა ტურნირზე გამართულ 273 შეხვედრაში მის ანგარიშზე 86 გოლია. გასულ სეზონში „ფიორენტინამ“ იტალიის სერია ა-ში მეთექვსმეტე ადგილი დაიკავა.