დიდიე დროგბა კოტ დ'ივუარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

დიდიე დროგბა კოტ დ'ივუარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

ცნობილი ფეხბურთელი დიდიე დროგბა კოტ დ'ივუარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. ინფორმაციას აფრიკული პრესა ავრცელებს.

ლეგენდარულმა აფრიკელმა თავდამსხმელმა საკუთარი კანდიდატურა უკვე დაარეგისტრირა და გამარჯვების დიდი იმედი აქვს. გამოცემის ცნობით, დროგბა ბოლო პერიოდია კოტ დ'ივუარის ჩემპიონატის ერთ-ერთი კლუბის, "უილიამსვილ ატლეტიკის" აღმასრულებელ კომიტეტში მუშაობს და როგორც თვითონ აცხადებს, თავის ქვეყანაში არსებული საფეხბურთო პრობლემების შესახებ ყველაფერი კარგად მოეხსენება.

ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში, რომელიც დეკემბერში გაიმართება, პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში დროგბას მთავარი კონკურენტი კოტ დ'ივუარის ნაკრების კიდევ ერთი ყოფილი მოთამაშე, ბონავენტურა კალუ იქნება.