დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო პორტალ YouGov-ზე სამეფო ოჯახის ყველაზე პოპულარული წევრის შესახებ გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
პირველ ადგილზე დედოფალი ელისაბედ მეორე გავიდა, რომელიც პოპულარულად გამოკითხულთა 72%-ს მიაჩნია. მას მოჰყვებიან შვილიშვილები - პრინცი ჰარი (71%) და პრინცი უილიამი (69%).
უილიამის მეუღლემ ქეით მიდლტონმა 64%-ით მეოთხე პოზიცია დაიკავა და მეექვსე ადგილზე გასულ მეგან მარკლს (49%) გაუსწრო. მეხუთე ადგილზე გამოკითხულმა ბრიტანელებმა დედოფლის მეუღლე, პრინცი ფილიპე (54%) გაიყვანეს.
გამოკითხვაში, რომელიც 2018 წლის ივნისიდან 2019 წლის ივნისამდე პერიოდში ჩატარდა, მონაწილეობა 9 ათასმა ბრიტანელმა მიიღო.