ლეგენდარული ავსტრიელი მრბოლელის ნიკი ლაუდას საჩემპიონო Ferrari 312T აშშ-ში აუქციონზე გააქვთ, ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მან 1975 წელს ამ მანქანით საფრანგეთში ლე კასტელეს გრან-პრი მოიგო. სწორედ აქედან იღებს სათავეს მისი ლეგენდარული ისტორია. 2009 წლიდან ლაუდას საჩემპიონო ავტომობილს აშშ კერძო კოლექციონერი ფლობდა. მან სრულიად მოახდინა Ferrari 312T-ის რესტავრაცია და პირველადი სახე დაუბრუნა.
აუქციონი მიმდინარე შაბათ-კვირას აშშ-ის ქალაქ პებლ-ბიჩში გაიმართება, სადაც ყოველწლიური ავტოშოუ ეწყობა.
ცნობილი ავსტრიელი ავტომრბოლელი ნიკი ლაუდა 2019 წლის 21 მაისს გარდაიცვალა. ის 71 წლის იყო. ამის შესახებ BBC წერს.
ნიკი ლაუდა ფორმულა 1-ის სამგზის ჩემპიონია. ბოლო წლებში ის ბიზნესით იყო დაკავებული. 1980-იან წლებში მან ავიაკომპანია Lauda Air-ი დააარსა.
2019 ივნისში ვენის საერთაშორისო აეროპორტს ფორმულა 1-ის ლეგენდარული პილოტის, ნიკი ლაუდას სახელი მიენიჭა.