მედია: მადრიდის „რეალმა“ ნეიმარის შესაძენად კრედიტი აიღო

მედია: მადრიდის „რეალმა“ ნეიმარის შესაძენად კრედიტი აიღო

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა „პარი სენ ჟერმენის“ ფორვარდის ნეიმარის შესაძენად კრედიტი გააფორმა. ამის შესახებ Sport.es-ი წერს.

სამეფო გუნდის ხელმძღვანელმა ამისთვის ფინანსურ სტრუქტურებს მიმართა. გავრცელებული ცნობით, 27 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელთან კონტრაქტი მომდევნო კვირაში გაფორმდება.

რაც შეეხება კონტრაქტს, სავარაუდოდ მისი ღირებულება 200 მილიონი ევრო იქნება, რომლის თანახმადაც ნეიმარი სეზონზე 40 მილიონ ევროს მიიღებს.

ნეიმარი პსჟ-ში 2017 წლის აგვისტოში გადავიდა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა „ბარსელონასგან“ საკუთარი კონტრაქტი 222 მილიონ ევროდ გამოისყიდა, რომ „პსჟ“-ს უეფას ერთ-ერთი მთავარი ფინანსური წესი არ დაერღვია.