გიორგი არაბიძე კარიერას თურქეთში გააგრძელებს

გიორგი არაბიძე კარიერას თურქეთში გააგრძელებს

გიორგი არაბიძე კარიერას თურქეთში გააგრძელებს. უცხოური მედიის ინფორმაციით, პორტუგალიური „ნასიონალის“ 21 წლის ნახევარმცველი იჯარით თურქეთის რანგით მეორე ლიგის გუნდში, „ადანასპორში“ ითამაშებს.

ქართველ ფეხბურთელს პორტუგალიურ გუნდთან 4-წლიანი ხელშეკრულება აკავშირებს. არაბიძე „ნასიონალში“ 2018/19 წლების სეზონის წინ, დონეცკის „შახტარიდან“ გადავიდა.

შეთანხმების თანახმად, სეზონის დასრულების შემდეგ თურქულ კლუბს ქართველი ფეხბურთელი ტრანსფერის გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება.

არაბიძე თბილისის „ლოკომოტივიდან“ დონეცკის „შახტარში“ 2015 წელს გადავიდა, სადაც ძირითადად უკრაინული კლუბის ახალგაზრდულ გუნდში ასპარეზობდა.