უელსი საქართველოს უფრთხის

უელსი საქართველოს უფრთხის

საქართველოს ნაკრები იაპონიაში გასამართავ მსოფლიოს თასზე ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში უელსის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში მეორე ადგილზეა. თუმცა, "წითელი ურჩხულების" მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეთლენდმა კარგად იცის, რომ მსოფლიო რაგბის უდიდეს ფორუმზე იოლად ხელწამოსაკრავი გუნდები ნაკლებად არიან.

გეთლენდმა განაცხადა რომ მსოფლიოს თასზე ჯგუფში საქართველოსა და ავსტრალიის ნაკრებთან მაქსმიმალურად ოპტიმალური შემადგენლობით აქვს თამაში გადაწყვეტილი.

"ბორჯღალოსნები" მსოფლიოს თასს 23 სექტემბერს "ტოიოტა სიტიში" უელსთან თამაშით იწყებენ. ამ მატჩიდან 6 დღის შემდეგ საქართველოს ნაკრები ურუგვაის ეთამაშება, ხოლო უელსი - ავსტრალიას. უორენ გეთლენდს გადაწყვეტილი აქვს, რომ საუკეთესო შემადგენლობით ეთამაშოს, როგორც საქართველოს, ასევე ავსტრალიას.

უელსის ნაკრებმა მსოფლიოს თასისთვის გახურება უკვე დაიწყო. ლონდონში, "თვიქნემზე" "წითელი ურჩხულები" ინგლისის ნაკრებთან 19:33 დამარცხდნენ. შაბათს ეს გუნდები ერთმანეთს ისევ ეთამაშებიან. ამჯერად კარდიფში, "პრინსიპალიტი სთედიუმზე". ინგლისთან მატჩებს შორის შუალედი 6 დღეა, ზუსტად ისე, როგორც საქართველოსთან და ავსტრალიასთან მატჩებს შორის.

ეს ამხანაგური მატჩები იმეორებენ ზუსტად ისეთ გრაფიკს, როგორიც მსოფლიოს თასზე უელსის ნაკრებს ექნება - ექვსდღიანი დღიანი ინტერვალით".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს უელსთან აქამდე მხოლოდ ერთხელ უთამაშია. ორი წლის წინათ კარდიფში "ბორჯღალოსნებმა" 6:13 წააგეს და მატჩის ფრედ დასრულების კარგი შანსი ჰქონდათ.

აღსანიშნავია, რომ უელსის ნაკრებმა უკვე ორი წამყვანი მორაგბე დაკარგა ტრავმების გამო. განვლილ მატჩში ინგლისთან მგეზავი გერეთ ენსკომბი დაშავდა. იქამდე კი, მსოფლიოს თასის მიღმა მესამეხაზელი ტაულუპე ფალეტაუ დარჩა.