კიევის „დინამოს“ ხელმძღვანელობამ დაადგინა - კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელი უკრაინული და საბჭოთა ფეხბურთის ლეგენდა, ალექსეი მიხაილიჩენკო გახდება, რომელიც აქამდე კლუბის სპორტული დირექტორი გახლდათ - წერს Football.ua.
გამოცემა გვამცნობს, რომ სრულფასოვანი მწვრთნელი მიხაილიჩენკო დღეს, 15 აგვისტოს გახდება და ამას ოფიციალურად გამოაცხადებენ. 56 წლის სპეციალისტი ალეკსანდრ ხაცკევიჩს შეცვლის, რომელიც ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა გუნდს.
მიხაილიჩენკო კი ადრე, 2002-04 წლებში უკვე წვრთნიდა კიეველებს. ორჯერ მოიგო უკრაინის ჩემპიონატი, თითოჯერ ქვეყნის თასი და სუპერთასი.