ფეხბურთელ ემილიანო სალას დაღუპვის შესახებ ახალი ცნობა გავრცელდა

ფეხბურთელ ემილიანო სალას დაღუპვის შესახებ ახალი ცნობა გავრცელდა

ფეხბურთელმა ემილიანო სალამ და პილოტმა დევიდ იბოტსონმა, რომლებიც თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ, ჩამოვარდნამდე კარბონ მონოქსიდის, ანუ ნახშირჟანგის მაღალი დოზა შეისუნთქეს, - ინფორმაციას  BBC ავრცელებს.

სალა და იბოტსონი 21 იანვარს დაიღუპნენ, როდესაც საფრანგეთის ქალაქ ნანტიდან უელსის ქალაქ კარდიფში მიფრინავდნენ.

ტოქსიკოლოგების თქმით, სალას სხეულში ნახშირჟანგის იმდენად მაღალი დოზა იყო, რომ ამას შეიძლება გულის შეტევაც გამოეწვია.

რა გახდა ნახშირჟანგის თვითმფრინავის სალონში გავრცელების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. გამოძიება თვითმფრინავის ჩამოვარდნისა და ორი ადამიანის დაღუპვის მიზეზებს კვლავ იძიებს. გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ერთი ეჭვმიტანილი დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლა.

პილოტის,  დევიდ იბოტსონის ცხედარი ამ დრომდე იძებნება.